FM97.5 / LIVE

აწყურში სავარაუდოდ, მე–11 საუკუნის კანკელი აღმოაჩინეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.07.2019
დღეს, ცხრა ივლისს აწყურის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას, სავარაუდოდ კანკელის ფრაგმენტი აღმოაჩინეს. კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსის, გიორგი გაგოშიძის თქმით, ფილაზე ღვთისმშობლის მიძინების სცენაა გამოსახული.

აწყურში სავარაუდოდ, მე–11 საუკუნის კანკელი აღმოაჩინეს

„სავარაუდოდ, ეს არის კანკელის ფილა. მაღალმხატვრული ჩუქურთმითა და რელიეფური პლასტიკით. გამოსახულია ღვთისმშობლის მიძინების სცენა. რაც ტელეფონში გადმოგზავნილი ფოტოთი ვნახე, ეს შემიძლია გითხრათ. სავარაუდოდ მე–11 საუკუნის ნამუშევარია", – განმარტავს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსი, გიორგი გაგოშიძე.

ხელოვნებათმცოდნე ფილის აღმოჩენას ქართული ხუროთმოძღვრებისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენას უწოდებს: "მსგავსი მაღალმხატვრული კანკელი იშვიათობაა. სავარაუდოდ, დიდი ოსტატის გაკეთებულია. დაახლოებით ამ ტიპის ექსპონატი აქამდე გვქონდა იყალთოსა და საფარაში. უფრო დეტალურად ადგილზე ნახვის შემდეგ გეტყვით“.

აწყურის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას შუა საუკუნეების ნაეკლესიარის და აწყურის ტაძრის გუმბათის ჯვრის ბაზისის შემდეგ, უკვე მესამე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა.

აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაცია უკვე მესამე წელია, მიმდინარეობს. სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, ამოყვანილია კედლები და სრულდება აღმოსავლეთ ფასადის მშენებლობა, რომელიც საკურთხეველის მხარეა. აღნიშნულ ფასადს ზუსტად ისეთი ფორმით აღადგენენ, როგორიც X-XI საუკუნეებში იყო. ტაძრის შიდა ნაწილში უკვე ამოყვანილია ექვსივე სვეტი.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აწყურის ტაძრის გუმბათის ჯვრის ბაზისი აღმოაჩინეს
აწყურის ტაძრის რესტავრაცია ორი წლის დაგვიანებით დასრულდება
'...და ცისფერი ქვა გამოჩნდა' - უნიკალური კანკელის აღმოჩენის დეტალები [ფოტო/ვიდეო]
აწყურის ტაძრის რესტავრაცია [Photo]
აწყურში შესაძლოა მეათე საუკუნის ქვა იპოვეს
ბიძინა ივანიშვილმა აწყურის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები დაათვალიერა
აწყურის ტაძრის რეაბილიტაციას ოთხი მილიონი ლარი დაემატება