FM97.5 / LIVE

სოფელ წყორძაში სარწყავი სისტემის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.06.2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყორძაში, სარწყავი სისტემის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. სამუშაოების საწყისი ღირებულება 49 749 ლარია. წყორძა ერთ–ერთია იმ სოფლებს შორის, სადაც იაპონიის საელჩოს ექვსი სოფლის გასარწყავიანების პროექტი უნდა განეხორციელებინა.

სოფელ წყორძაში სარწყავი სისტემის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა
წყორძაში სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოების უზრუნველყოფისათვის, ახალციხის მერიამ ტენდერი 14 ივნისს გამოაცხადა. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 25 ივნისია.

როგორც ახალციხის მერიაში ამბობენ, სოფელში, გასულ წლებში, ხელოვნური სარწყავი სისტემა მოეწყო, ახლა კი ტენდერი მისი მაგისტრალის მოსაწყობად გამოცხადდა: „ხელოვნური სარწყავი არხის განშტოებები უნდა გაკეთდეს, რომ სოფელმა სრულად ისარგებლოს სარწყავი წყლით“.

სოფელი წყორძა, იმ ექვს სოფელს შორის არის, სადაც გასულ წელს იაპონიის საელჩოს გასარწყავიანების პროექტი უნდა განეხორციელებინა.

პროექტის მიხედვით, წყორძის, ანდრიაწმინდის, ახალშენის, მინაძის, ღრელისა და ჭაჭარაქის 200 ჰექტარი ფართობი უნდა მორწყულიყო, სათავე კი ურავლის წყაროს წყლები იქნებოდა. თუმცა პროექტის განხორციელება დაწყებიდან მალევე, სოფელ ურავლის მოსახლეობის პროტესტის გამო, შეჩერდა. მათი პროტესტის მიზეზი კი წყლის დაშრობის საფრთხე იყო.

იმის დასადგენად, რომ ურავლის ხეობაში წყლის დებეტი პროექტის განსახორციელებლად საკმარისი იყო, ახალციხის მერიამ გარემოზე ზემოქმედების წინასწარი შეფასებაც გააკეთა, თუმცა ადგილობრივები პროექტის განხორციელებაში მაინც ვერ დაარწმუნა. გაგრძელდება თუ არა ექვსი სოფლის გასარწყავიანების პროექტი, უცნობია.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ურაველში სარწყავი სისტემის მილები მოიპარეს
ურავლის ხეობის ექვს სოფელს რწყვის პრობლემა აღარ ექნება
წყალი საათში 65 ლარად - შეჩერებული პროექტი და ‘მშრალზე’ დარჩენილი სოფლები [ვიდეო]
‘წყალს ვერ წაიყვანენ, სასამართლოში ვიჩივლებთ!’ – ახალციხეში 6 სოფლის სარწყავის  მშენებლობა შეჩერდა
მოსახლეობის 'დასამშვიდებლად' შექმნილი დოკუმენტი-მცდელობა ურაველში სარწყავი სისტემის მშენებლობის გასაგრძელებლად
‘პასუხი ერთია, წყალს არ გავატანთ’ – ურავლელებთან მერის  შეხვედრა არ შედგა
ხმაური  ურაველში – სარწყავი წლის პროექტის გამო ადგილობრივები მერს დაუპირისპირდნენ [Video]