FM97.5 / LIVE

112-ისა და შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის გაერთიანება იგეგმება

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.06.2019
მთავრობა შს სამინისტროს სსიპ -ის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ისა და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის, ერთობლივი ოპერაციების ცენტრის გაერთიანებას გეგმავს. პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივები პარლამენტში უკვე წარდგენილია.

112-ისა და შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის გაერთიანება  იგეგმება
112-ის ფუნქციად რჩება საგანგებო სიტუაციების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, დანაშაულის, სამართალდარღვევებისა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის მიზნით შეტყობინებების მიღება ერთიანი სატელეფონო ნომრის −112-ის საშუალებით.

აგრეთვე, მის უფლებამოსილებებს ემატება ქვეყნის მასშტაბით 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტის, ძებნილი პირებისა და ავტომობილების აღმოჩენის, სამართალდარღვევის დაფიქსირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით.

ცვლილების შემდეგ, კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიას სამინისტროს ნაცვლად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 გასცემს.საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 გახდება აღნიშნულ საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი სუბიექტიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ნაცვლად.

პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112 -ის მომსახურების საფასურს, საფასურის გადამხდელი პირების წრეს და მათთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს განსაზღვრავს მთავრობა.

ამასთან, პროექტის თანახმად, 112 -ისა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის უფლებამონაცვლედ ჩაითვლება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112, ხოლო 112-ში და ერთობლივი ოპერაციების ცენტრში 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით დასაქმებული მოსამსახურეები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები უკონკურსოდ იქნებიან გადაყვანილი შესაბამის თანამდებობებზე, ჩაითვლებიან საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის მოსამსახურეებად და მათი შრომითი სამართლებრივი ურთიერთობები განისაზღვრება სამინისტროში სამსახურის გავლის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობის მიხედვით.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა' - შსს–ს ახალი პროექტი
შსს – 'გადაადგილების ნებართვასთან დაკავშირებით ნუ დარეკავთ 112– ზე'
112-სა და საქართველოს რკინიგზას შორის მემორანდუმი გაფორმდა [R]
გახსნის ცერემონიისთვის დაცულია უსაფრთხოების ნორმები
112-ის მომსახურების საფასური იზრდება
უსაფრთხოების ათი გაკვეთილი – საგანმანათლებლო პროგრამა მეხუთეკლასელებისთვის
მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება