FM97.5 / LIVE

როგორ ჰაერს ვსუნთქავთ ახალციხეში - მონიტორინგის შედეგები

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.06.2019
„ჩვენ ერთად შევძლებთ შევამციროთ ჰაერის დაბინძურება“ - ეს გაეროს წლევანდელი სლოგანია. ხუთ ივნისს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ახალციხეში ჰაერის მონიტორინგი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ინდიკატორული გაზომვით ჩაატარა.

როგორ ჰაერს ვსუნთქავთ ახალციხეში - მონიტორინგის შედეგები

9 აპრილისა და ანთიმოზ ივერიელის ქუჩებზე მონიტორინგი გასული წლის ნოემბერში, ხოლო რუსთაველის N55 და ქალაქის ცენტრალურ პარკთან ჰაერის დაბინძურების დონე მიმდინარე წლის 28 მარტიდან-11 აპრილის პერიოდში ჩატარდა.

ჰაერში არსებულ მავნე ნივთიერებებს შორის, ყველაზე მაღალი რაოდენობა რუსთაველის ქუჩაზე გამოვლენილი აზოტის დიოქსიდია (NO2), რამაც ერთ კუბურ მეტრ ჰაერში 37.92 მიკროგრამი შეადგინა.

აზოტთან ერთად, ჰაერში მიწისპირა ოზონის (O3) და გოგირდის დიოქსიდის (SO2) შემცველობაც შემოწმდა. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ახალციხეში არცერთი მათგანი ჰაერში დასაშვებ ნორმას არ აღემატება.

ახალციხეში ატმოსფერული ჰაერის კვლევის სრული შედეგები ასეთია:

იოანე ათონელის და ანთიმოზ ივერიელის ქუჩების გადაკვეთა


NO2 მკგ/მ3 – 21.46 (დაბალი)

შოთა რუსთაველის N55


NO2 მკგ/მ3 – 37.92 (დაბალი)
O3 მკგ/მ3 – 22.58 (დაბალი)
SO2 მკგ/მ3 – 2.29 (დაბალი)
C6H6 (ბენზოლი) მკგ/მ3 – 3 (დაბალი)

ახალციხის ცენტრალური პარკი


NO2 მკგ/მ3 – 12.24 (დაბალი)
O3 მკგ/მ3 – 55.58 (დაბალი)

9 აპრილის ქუჩა


NO2 მკგ/მ3 – 29.03 (დაბალი)
O3 მკგ/მ3 – 68.11 (დაბალი)

აზოტის დიოქსიდი და ოქსიდი – წარმოიქმნება ძალიან მაღალ (650 °C-ზე მაღალ) ტემპერატურაზე და ჟანგბადის სიჭარბის პირობებში საწვავის წვის დროს. ძირითადი წყაროა ავტომობილების გამონაბოლქვი, ბუნებრივი აირის ნამწვი, თბოელექტროსადგურების გამონაბოლქვი, უხეში ნარჩენების წვის დროს წარმოქმნილი კვამლი.

აზოტის დიოქსიდი აღიზიანებს სასუნთქი სისტემის ქვედა ნაწილს, განსაკუთრებით - ფილტვების ქსოვილს. ზრდის მწვავე რესპირაციული დაავადებებისა და პნევმონიისადმი მიდრეკილებას.

ოზონი – პირველი წყარო: წარმოიქმნება მზის სხივებზე აზოტის ოქსიდისა და ნახშირწყალბადის რეაქციის შედეგად (ფოტოქიმიური რეაქცია). ასეთი რეაქციის პროდუქტს წარმოადგენს ფოტოქიმიური სმოგი. მეორე წყარო: მაღალი ტემპერეტურის დროს ატმოსფეროს მაღალი ფენებიდან (სტრატოსფეროდან) ოზონის ნაწილი ტროპოსფეროში ხვდება.

იწვევს სასუნთქი გზების (ბრონქები, ფილტვები) დაზიანებას, თვალის, ცხვირის და საყლაპავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას.
გოგირდის დიოქსიდი – ატმოსფეროში ხვდება გოგირდის შემცველი საწვავის წვისას. ძირითადი წყაროა ელექტროსადგურები, საქვაბეები და მეტალურგიული საწარმოები.

ახალციხის გარდა გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჰაერში მავნე ნივთიერებების მონიტორინგი სამცხე-ჯავახეთის არცერთ ქალაქში არ მომხდარა. სააგენტოში განმარტავენ, რომ სამომავლოდ ჰაერის მონიტორინგი საკურორტო ზონებში – ბორჯომსა და ბაკურიანში იგეგმება.

ახალციხესა და საქართველოს სხვა ქალაქებში ჩატარებული ჰაერის ხარისხის კვლევის შედეგების ნახვა, შესაძლებელია ვებ-გვერდზე air.gov.ge
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, „გაეროს გარემოს დაცვითი პროგრამა“ ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის გარემოსდაცვით ერთ-ერთ პრობლემას და მიზნად ისახავს გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას, გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორ ჰაერს ვსუნთქავთ ახალციხეში
რამდენად სუფთა ჰაერია ახალციხეში – მონიტორინგის შედეგები
წელს, ტექდათვალიერებისას ჰაერის მთავარი დამაბინძურებლების შემოწმება არ იგეგმება
სტიქიის ზონაში ჰაერის ხარისხი შეამოწმეს, მოწმდება სტიქიის მიმდებარე დასახლებული პუნქტებიც
22% ფიქრობს, რომ განათლებაში ყველაზე დიდი პრობლემა მასწავლებელთა დაბალი კვალიფიკაციაა – NDI
მტრედი პატრული ლონდონში [Photo]
მთავრობამ ატმოსფერული ჰაერის სტანდარტი დაამტკიცა