FM97.5 / LIVE

წელს, ტექდათვალიერებისას ჰაერის მთავარი დამაბინძურებლების შემოწმება არ იგეგმება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 05.02.2019
ტექდათვალიერების პუნქტებში ავტოტრანსპორტს მხოლოდ CO–სა დაკვამლიანობაზე ამოწმებენ. ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ევროსტანდარტთან მიახლოებულ რეგლამენტს, რაც ჰაერის მთავარი დამაბინძურებლების შემოწმებას გულისხმობს, წლების შემდეგ შეიმუშავებენ.

წელს, ტექდათვალიერებისას ჰაერის მთავარი დამაბინძურებლების შემოწმება არ იგეგმება

არასამთავრობო ორგანიზაციმ „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, ქვეყნის მასშტაბით, შვიდი ტექნიკური დათვალიერების პუნქტის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვში აზოტის ოქსიდები და ის სხვა ნივთიერებები, რაც ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელია, ტექინსპექტირების ცენტრებში (PTI) არ მოწმდება.

ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ტექინსპექტირებისას გამონაბოლქვში გაცილებით მეტი მავნე ნივთიერება მოწმდება, ვიდრე საქართველოს ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში.

საქართველოში არსებული რეგლამენტით, გამონაბოლქვში მხოლოდ ნახშიროჟანგი (CO), დიზელის ძრავიანებში კი კვამლიანობა მოწმდება, რაც ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო არაა, განსხვავებით PM (მტვრის მყარი ნაწილაკები) და აზოტის ოქსიდისა.

შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში ავტომანქანების მიერ გამოყოფილ აზოტის ოქსიდსა და მტვრის მყარ ნაწილაკებზე მონიტორინგი, ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა გიორგი შიოლაშვილმა გვიპასუხა: „2017 წლის მთავრობის ტექნიკური რეგლამენტი არ ადგენს მოთხოვნას იმის შესახებ, რომ გამონაბოლქვში PM (მტვრის მყარი ნაწილაკები) და აზოტის შემცველობა დადგინდეს“.

შიოლაშვილის თქმით, ევროპული ტექნიკური რეგლამენტის დანერგვა ქვეყანაში ეტაპობრივად მოხდება, თუმცა კონკრეტულად რა პერიოდში, არ იცის: „არსებობს 2014 წლის ევროდირექტივა, რომელიც ეტაპობრივად შედის ძალაში ევროპის ქვეყნებში და რაღაც დროის შემდეგ ჩვენც მოგვიწევს მისი შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება. ამის ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით“.

მისივე თქმით, 2020 წლიდან გამკაცრდება CO–ს შემოწმება და დღეს არსებული დასაშვები ზღვარი 0,8 მკგ/მ3 –დან 0,5 მკგ/მ3 – მდე დაიწევს.

ის მავნე ნივთიერებები, რომლებიც ტექისნპექტირების ცენტრებში არ მოწმდება, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ქალაქებში ჰაერის ხარისხის კონტროლის კლვევისას ბევრგან დააფქისირა. მაგალითად, ახალციხის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აზოტის შემცველობა უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც იზრდება.

როგორი იყო ახალციხის ქუჩებში ჩატარებული კვლევისას ჰაერში აზოტის შემცველობა ჰაერში, 2015 და 2019 წლებში:

შოთა რუსთაველის ქუჩა

NO2 (აზოტის დიოქსიდი) – 38.89 მკგ/მ3 (მილიგრამი ჰაერის კუბურ მეტრში) – (დაბალი) – 2015 წელი.

NO2 – 45.62 მკგ/მ3 – (დამაკმაყოფილებელი) 2019 წელი.

იოანე ათონელი-ანთიმოზ ივერიელის ქუჩების გადაკვეთა

NO2 – 11.17 მკგ/მ3 – 2015 წ.

NO2 – 21.46 მკგ/მ3 – 2019 წ.

9 აპრილის ქუჩა

NO2 – 24.54 მკგ/მ3, – 2015 წ.

NO2 – მკგ/მ3 – 29.03 – 2019 წ.

(აზოტის დიოქსიდის საგანგაშო ზღვარი მეტრკუბში 80 მილიგრამია)

აზოტის დიოქსიდი და ოქსიდი – წარმოიქმნება ძალიან მაღალ, (650 °C-ზე მაღალ) ტემპერატურაზე და ჟანგბადის სიჭარბის პირობებში საწვავის წვის დროს. ძირითადი წყაროა ავტომობილების გამონაბოლქვი, ბუნებრივი აირის ნამწვი, თბოელექტროსადგურების გამონაბოლქვი, უხეში ნარჩენების წვის დროს წარმოქმნილი კვამლი.

აზოტის დიოქსიდი აღიზიანებს სასუნთქი სისტემის ქვედა ნაწილს, განსაკუთრებით - ფილტვების ქსოვილს. ზრდის მწვავე რესპირაციული დაავადებებისა და პნევმონიისადმი მიდრეკილებას.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორ ჰაერს ვსუნთქავთ ახალციხეში
ახალციხეში ტექდათვალიერებისას მანქანებს ჰაერის მთავარ დამაბინძურებელზე  არ ამოწმებენ
როგორ ჰაერს ვსუნთქავთ ახალციხეში - მონიტორინგის შედეგები
რამდენად სუფთა ჰაერია ახალციხეში – მონიტორინგის შედეგები
სტიქიის ზონაში ჰაერის ხარისხი შეამოწმეს, მოწმდება სტიქიის მიმდებარე დასახლებული პუნქტებიც
მტრედი პატრული ლონდონში [Photo]
თხევადი აირბალონისა და სისტემის ტექნიკური შემოწმება სავალდებულო გახდა