FM97.5 / LIVE

ელექტრომობილების პარკინგი აბასთუმანში - ტენდერი ხელახლა გამოცხადდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 04.06.2019
მასშტაბური ავტოსადგომის მოწყობაზე გამოცხადებული და ჩაშლილი პირველი ტენდერის შემდეგ, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალ განაცხადებს ელოდება. ცხრამილიონიანი პროექტის მიხედვით, პარკინგზე სულ 1 000 მანქანა დაეტევა, აქედან 200 ადგილი კი საგანგებოდ ელექტრომობილებისთვის მოეწყობა.

ელექტრომობილების პარკინგი აბასთუმანში - ტენდერი ხელახლა გამოცხადდა

მუნიციპალური განვითარების ფონდის პირველი ტენდერი მაისში ჩაიშალა. კომპანიას, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარადგინა, ავტოსადგურის პროექტირებისა და მშენებლობის ტექნიკური დოკუმენტაციის ხარვეზი დაუდგინდა, რის გამოც სატენდერო კომისიამ მას დისკვალიფიკაცია მისცა.
ხელახალ ტენდერში განაცხადების შეტანის ბოლო ვადა 13 ივნისია.

გამარჯვებულმა კომპანიამ ავტოსადგომი თვითონვე უნდა დააპროექტოს, შემდეგ კი 4.2 ჰექტარზე მშენებლობა დაიწყოს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 1000 მანქანაზე გათვლილი პარკინგი აბასთუმნის შესასვლელში მოეწყობა: ავტოსადგომი მოემსახურება 200 ელექტრომობილს, მათ შორის 100 ადგილი გადაიხურება; 10 ზოლი გამოიყოფა ავტობუსებისთვის; მოეწყობა გზები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და აშენდება დამხმარე ნაგებობები; პარკინგი დაუკავშირდება ცენტრალურ გზას.

ტენდერის გამოცხადებას წინ ბიძინა ივანიშვილის განცხადება უძღოდა. „ქართული ოცნების“ ლიდერმა ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში თქვა, რომ აბასთუმნის ელექტრომობილების ქალაქად გადაქცევას გეგმავდა. აბასთუმანში ამ დროიდან დაწყებული პროექტების უმრავლესობა სწორედ ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ უკავშირდება.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში პარკინგის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ მიიღო
გამოვლინდა კომპანია, რომელიც აბასთუმანში ელექტრომობილების პარკინგს გააკეთებს
აბასთუმანში ელექტრომობილების პარკინგის მშენებლობა დაიწყო
‘ჰაერისთვის არაფერი დაგვიწესონ, ამას ვინ ჩივის’, – აბასთუმანში პარკინგისთვის  ნაკვეთები იყიდეს
ვინ დააპროექტებს ელექტრომობილების ავტოსადგომს აბასთუმანში
აბასთუმანში 9.3 მლნ-ად აშენებულ ავტოსადგომს 200 ელექტრომობილის დამტენი ექნება
რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა