FM97.5 / LIVE

ივანიშვილი: მინდა დავიწყო ექსპერიმენტი, რომ აბასთუმანი გახდეს ელექტრომანქანების რეგიონი

მთავარისიახლე, ეკონომიკა 26.10.2018
ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ გაზაფხულიდან ჩაატაროს ექსპერიმენტი და აბასთუმანი ელექტრომანქანების რეგიონად აქციოს. მისი თქმით, სახელმწიფოს არ აქვს საშუალება და ადგილობრივებს თვითონ დაეხმარება.

ივანიშვილი: მინდა დავიწყო ექსპერიმენტი, რომ აბასთუმანი გახდეს ელექტრომანქანების რეგიონი

"მოვახერხებ, რომ წელსვე პრეცედენტი შეიქმნას და აბასთუმანში იმოძრავებენ მხოლოდ ელექტრომანქანები", - აღნიშნა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს.

მისივე თქმით, აბასთუმანში 800 ოჯახი ცხოვრობს და ზოგს უყიდის ელექტრომანქანას, ხოლო ზოგს სხვა მხრივ დაეხმარება. როგორც ივანიშვილი განმარტავს, სწორად განვითარების შემთხვევაში ათი წლის შემდეგ საქართველო შეიძლება, გახდეს პირველი ქვეყანა, სადაც მხოლოდ ელექტროავტომობილები იმოძრავებენ.

მიმდინარე წლის აგვისტოში ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში ოჯახთან ერთად იყო.

ქვეყანაში ელექტრომანქანების შემოყვანაზე მწვანე პოლიტიკის პრეზენტაციის დროს ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით, მომავალი ათი წლის განმავლობაში ქვეყანაში მოქმედი ავტოპარკი 90 % ელექტრომობილებით შეიცვლება.

სამთავრობო გეგმის თანახმად, საქართველოში ელექტრომობილების შემოყვანა დაიწყება, ერთი წლის განმავლობაში კი 2 000-ზე მეტი ელექტრომობილი შემოვა ე.წ. Car Sharing-ის, ანუ საზიარო ავტომობილების პრინციპით.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში 9.3 მლნ-ად აშენებულ ავტოსადგომს 200 ელექტრომობილის დამტენი ექნება
გამოკითხვა: რას ფიქრობთ აბასთუმანში ელექტრომობილების შემოყვანაზე? [Video]
ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში სახლს იშენებს
აბასთუმანში  მიმდინარე პროექტები [Video]
ივანიშვილმა 'ახალციხის ციხე'  და აბასთუმნის ობსერვატორია დაათვალიერა
ბიძინა ივანიშვილი:'აბასთუმნის ჯამურმა ინვესტიციამ მილიარდნახევარ ლარს მიაღწია'
'ეს ბატონი ბიძინას დამსახურებაა' – მეუფე თეოდორემ ივანიშვილის დაფინანსებულ პროექტებზე ისაუბრა [ვიდეო]