FM97.5 / LIVE

მანქანაში შემძვრალი გველის გამოყვანას ცხრა საათია უშედეგოდ ცდილობენ

მთავარისიახლე, შემთხვევა 03.06.2019
ბოლო ცხრა საათია მეპატრონე ავტომანქანაში შემძვრალი გველის გამოყვანას ცდილობს. მანქანა ხელოსანთანაც ჰყავდათ, ქვეწარმავლის საწინააღმდეგო სითხეც ასხურეს და გოგირდიც დაწვეს, თუმცა გველი მანქანიდან მაინც არ გამოვიდა.

მანქანაში შემძვრალი გველის გამოყვანას  ცხრა საათია უშედეგოდ ცდილობენ

„წავიყვანე ხელოსანთან, მაღლა ავწიეთ მანქანა და დავათვალიერეთ, მაგრამ არაფერი ჩანს. მერე ფარეხში დავაყენე და დაახლოებით ერთი საათი გოგირდის კვამლში იყო. დარწმუნებული ვარ რომ მანქანაშია. დავინახე, რომ აძვრა მანქანაში და სანამ ფარეხიდან სამი მეტრი გამოვაცილე, სხვა ვთხოვე, რომ ეყურებინა თუ გამოვიდოდა. სალონში შესვლის საშიშროებაც არის“, - ამბობს მანქანის მეპატრონე.

იგი ავტომანქანის რამდენიმე დღით ფარეხში დატოვებას გეგმავს: „ვფიქრობ სამი-ოთხი დღე დაველოდო, არ გავანძრევ მანქანას ადგილიდან, იქნებ გამოვიდეს გარეთ“.

გველი მანქანაში დღეს, სამ ივნისს დილის 10:00 საათზე შეძვრა. ადგილზე იმყოფებოდა სამაშველო სამსახურის ჯგუფი. მათ ქვეწარმავლის გამოსაყვანად მანქანას საბურავი მოხსნეს, თუმცა ვერ იპოვეს და უკან დაბრუნდნენ.

სამაშველო სამსახურში განმარტავენ, რომ ასეთ დროს, ქვეწარმავლების გამოყვანის ვალდებულება მაშველებს არ აქვთ, თუმცა ისინი დასახმარებლად მაინც გავიდნენ: „ჩვენს კომპეტენციაში მსგავსი საქმიანობა არ შედის. ადგილობრივ თვითმმართველობას, ახალციხის მერიას უნდა ჰქონდეს სპეციალური სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს ამ დროს ქვეწარმავლების ან ცხოველების გამოყვანას. თუმცა ვინაიდან ზარი შემოვიდა და ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, მაშველები საკუთარი ნებით წავიდნენ დასახმარებლად“.

ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ მსგავსი სამსახური, თვითმმართველობაში არ აქვთ, შესაბამისად, ქვეწარმავლის გამოყვანაში მეპატრონეს ვერ დაეხმარებიან.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ავტომანქანაში გველი შეძვრა და ვეღარ გამოჰყავთ
ახალციხეში ავტომანქანაში გველი შეძვრა [ვიდეო]
თუ გველს გადაეყარეთ - სპეციალისტის რჩევები
ახალციხეში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა
გვიან ღამით თამარაშვილზე სამაშველო სამსახური გამოიძახეს
ახალქალაქში სახანძროს მანქანა თოვლში ჩარჩა
წალკა–ნინოწმინდის გზაზე თოვლში ჩარჩენილები  დახმარებას ითხოვენ