FM97.5 / LIVE

'ფერიების სამყაროში'

მთავარისიახლე, ფოტოამბავი 27.05.2019
ქიქინეთში, ყოფილი „პუნქტის“ ავარიულ შენობაში ექვსი მოსწავლე სწავლობს. აქ ყველაზე მეტად ფეხბურთის თამაში და ფერიების ხატვა მოსწონთ. ოცნებობენ სკოლაზე, სადაც დიდი სპორტული დარბაზი და ფერადი საკლასო ოთახები იქნება.

'ფერიების  სამყაროში'

ადიგენში, სოფელ ქიქინეთში, რომელიც, მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1460 მეტრზე მდებარეობს ოთხკლასიანი სკოლაა. სკოლაში ექვსი პედაგოგი და ექვსი მოსწავლეა.

'ფერიების  სამყაროში'
კლასში, დაფაზე ეს ნახატია. სკოლა კი ნამდვილად არ ჰგავს ფერიების სამყაროსა და ზღაპრებში წარმოდგენილ სკოლას.

'ფერიების  სამყაროში'
„სკოლა 1946 წელს ევგენი ხარაძემ ააშენა. საბჭოურ პერიოდში „პუნქტი“ იყო, მერე პუნქტიც გაუქმდა და 1994 წელს ისევ სკოლა გაიხსნა. ახლა აქ მხოლოდ დაწყებითი კლასებია. ქიქინეთის სკოლა სოფელ წახნის საჯარო სკოლას ექვემდებარება“, – გვითხრა სკოლის პედაგოგმა, ნენე შუბითიძემ.

'ფერიების  სამყაროში'
სკოლაში ორი კლასია – ხუთი მერხით. აქედან ერთ კლასში სამასწავლებლოა მოწყობილი.

'ფერიების  სამყაროში'
ეს სკოლის შესასვლელია, ზამთარში სპორტული დარბაზის ფუნქციით.

'ფერიების  სამყაროში'
ნენე შუბითიძე, მასწავლებელი – შემოხსნილი იყო შენობა მთლიანად. მტვერი ჩამოდიოდა, წვიმაც და თოვლიც. ორი ოთახი გაკეთდა, თუმცა სკოლას რემონტი სჭირდება. ინტერნეტი არ გვაქვს. სინათლეც ორი წელია რაც შემოგვიყვანეს. ადრე ერთ კლასში ექვსი – შვიდი მოსწავლე გვყავდა. ტოვებენ სოფელს. მძიმეა აქ ცხოვრება, სკოლაში როცა მოვდივართ უკვე დაღლილები ვართ, მაგრამ მოსწავლეებს ენერგიას ვერ მოაკლებ, პირიქით, როცა ვიცი, რომ ბავშვებს განსაკუთრებულად ვჭირდები გაათმაგებული ძალით ვმუშაობ.

'ფერიების  სამყაროში'
ბავშვების საყვარელი თამაში ფეხბურთია. მეკარე გოგოა.

ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განმარტავენ, რომ 2019 წელს შენობის სრული რეაბილიტაცია იგეგმება, წელს კი სკოლა საკუთარი შემოსავლებით, აივანს გაარემონტებს.

'ფერიების  სამყაროში'

'ფერიების  სამყაროში'

'ფერიების  სამყაროში'

'ფერიების  სამყაროში'

[გულო კოხოძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სკოლა წყლის გარეშე
კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება
ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება
ზარზმაში სკოლას რეაბილიტაცია უტარდება
ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა
სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]
სამცხე–ჯავახეთის რომელ სკოლას არ ჰყავს პირველკლასელი