FM97.5 / LIVE

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.04.2019
დღეს, 28 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს. ამასთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში ღამისთევის მსახურება სრულდება.ახალციხის მაცხოვრის ამაღლების ტაძარში სადღესასწაულო წირვა–ლოცვას წინამძღვარი არქიმანდრიტი დავითი აღავლენს.

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო/ვიდეო]
მაცხოვრის ამაღლების ტაძარში სადღესასწაულო მსახურება 23:00 საათზე დაიწყო და გათენებამდე გაგრძელდება.

ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის 2019 წლის სააღდგომო ეპისტოლე წაიკითხეს, რის შემდეგაც სასულიერო პირებმა, ტაძრის მსახურებმა და მრევლმა, ხატებითა და სანთლებით, ტაძრის გარშემო მსვლელობა, ლიტანიობა გამართეს.

აღდგომის დღესასწაულზე მორწმუნეებისთვის 50-დღიანი მარხვა დასრულდა. აღდგომის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეული მსგეფსია და ეკლესიურ ადამიანებს ყოველგვარი საკვების მიღება შეეძლებათ.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. მართლმადიდებლური სწავლებით, უფალი ჯვარცმით ჯოჯოხეთში ჩავიდა, შემუსრა იგი და იქედან მართალთა სულები ამოიყვანა, რომლებიც ადამისა და ევას ცოდვის შემდეგ ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ და სამოთხეში ვეღარ ხვდებოდნენ. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.



მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო/ვიდეო]

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო/ვიდეო]

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო/ვიდეო]

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო/ვიდეო]

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მართლმადიდებელი  სამყარო აღდგომას ზეიმობს
აღდგომა ზარზმაში [Photo/Video]
ქრისტიანები აღდგომას ზეიმობენ [Photo]
აღდგომის ღამისთევა ამაღლების ტაძარში [Video]
აღდგომის ღამე ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში [Photo]
კათოლიკე ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]
მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეშობას ზეიმობს [Photo/Video]