FM97.5 / LIVE

14 თებერვლიდან საქართველოში შენობები სახანძრო უსაფრთხოებაზე შემოწმდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.02.2019
14 თებერვლიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საქართველოს მასშტაბით სახანძრო უსაფრთხოების კუთხით კანონით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს.

14 თებერვლიდან საქართველოში შენობები სახანძრო უსაფრთხოებაზე შემოწმდება

ამის შესახებ უწყება ინფორმაციას ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებების შემდეგ, სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას დაექვემდებარა თითქმის ყველა შენობა-ნაგებობა და მნიშვნელოვნად გაიზარდა სანქციები. სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა ან შეუსრულებლობა 500-დან 10 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტები შემოწმებას სამ ეტაპად განახორციელებენ. პირველ ეტაპზე, შენობა-ნაგებობის შემოწმებისას გაიცემა რეკომენდაციები და ყველა მფლობელს მიეცემა გონივრული ვადა მათ შესასრულებლად. განმეორებითი შემოწმებისას სამსახური დაამონიტორინგებს რამდენად შესრულდა რეკომენდაციები, ხოლო მესამე, საკონტროლო შემოწმებისას, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული სანქციების ამოქმედდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამსახური უფლებამოსილია, კრიტიკულად შეუსაბამო პირობების შემთხვევაში, სასამართლოს მიმართოს და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის შეჩერება მოითხოვოს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შემოწმებისას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს სასტუმროებს (მათ შორის საოჯახო სასტუმროებს), სავაჭრო და გასართობ ცენტრებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ყველა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილს.

"სამსახურის ინტერესში არ შედის სანქციების გატარება. მთავარი ინტერესია, ყველგან დაცული იყოს მოქალაქეების სიცოცხლე. ამიტომ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მზად არის, გასცეს კვალიფიციური რეკომენდაციები და დააწესოს გონივრული ვადები პრობლემების აღმოსაფხვრელად. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ შენობაში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას, დროულად შეასრულოთ ყველა რეკომენდაცია და არ შეუქმნათ საფრთხე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას", - წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

2018 წელს საქართველოში ხანძრების შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, 247-მა მიიღო ტრავმა. ქვეყნის მასშტაბით განადგურდა 453 და დაზიანდა 950 შენობა-ნაგებობა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სახანძრო უსაფრთხოება – რა მდგომარეობაა სკოლებში, ბაღებსა და სასტუმროებში
ბაკურიანში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შენობა გახსნეს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ თბილისში ახალი სასაწყობე შენობა გახსნა
'არ გადაადგილდეთ გაყინულ ტბებზე' – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება
სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმების ოდენობა იზრდება
ახალციხეში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განახლებული შენობა გაიხსნა [photo]