FM97.5 / LIVE

ავტომანქანების დაზღვევა სავალდებულო ხდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 04.02.2019
დღეს, ოთხ თებერვალს, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებული იქნება საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა დააზღვიოს.

ავტომანქანების დაზღვევა სავალდებულო ხდება

სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევით, მზღვეველი ვალდებულებას იღებს, რომ აანაზღაუროს მატერიალური ზიანი, რომელიც დაეკისრება მანქანის მფლობელს, ან მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას, ან მისი მონაწილეობით დაზარალებულის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ან ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე.

როგორც "კომერსანტი" წერს, კანონპროექტით დადგენილია სადაზღვევო პრემიის მინიმალური და მაქსიმალური ღირებულებები. გადასახადი წლიური იქნება და მისი ფასი სატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით განისაზღვრება.

კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, სავალდებულო დაზღვევის ფასები იქნება:

მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75 - 110 ლარი;

მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100 - 150 ლარი;

ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა რვას აღემატება – 160 - 240 ლარი;

სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება – 210 - 310 ლარი;
მისაბმელისათვის – 50 - 75 ლარი;

სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისათვის – 60- 90 ლარი.

კანონით ასევე განსაზღვრული იქნება ჯარიმის ოდენობა, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის გარეშე გადაადგილებისთვის მძღოლს დაეკისრება:

მოტოციკლის, მსუბუქი ავტომობილის, სასოფლო–სამეურნეო და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაზღვევის არ არსებობის შემთხვევაში 100 ლარით დაჯარიმდება.

ავტობუსის (რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა რვას აღემატება) ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს) მძღოლის მიერ სამართალდარღვევა კი, 200-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.

ამასთან, მძღოლს ჯარიმასთან ერთად, სავალდებულო დაზღვევის შესაძენად 72-საათიანი ვადა მიეცემა და თუ ამ ვადაში მძღოლის სამოქალაქო პასუხისმგებლობა კვლავ დაუზღვეველი იქნება, ის მეორედ დაჯარიმდება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მძღოლები, რომლებსაც ავარია არ დაუფიქსირდებათ, შეღავათებით ისარგებლებენ
რომელი დარღვევა რამდენი ქულაა – ინფორმაცია მძღოლებისთვის
მანქანის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დაჯარიმდება
სასკოლო ექსკურსიებზე შესაძლოა წესები გამკაცრდეს
საჭესთან მობილურზე საუბარი – 30 ლარი  – კიდევ რა დარღვევაზე იზრდება ჯარიმა
პირი, რომელიც ავტომანქანით ქალს დაეჯახა დაჯარიმდა
სასწრაფოს მანქანაზე შეჯახების გამო მსუბუქი ავტომობილის მძღოლს დააჯარიმებენ