FM97.5 / LIVE

მარტიდან სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ახალი რეგულაციით მოხდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 03.02.2019
2019 წლის პირბველი მარტიდან, ეტიკეტის საშუალებით მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ახალი რეგულაციით დარეგულირდება.

მარტიდან სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ახალი რეგულაციით მოხდება
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რეგულაციის მიზანია, მომხმარებელს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს გაყიდვაში არსებული სურსათის შესახებ და ამით მათი ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვას შეუწყოს ხელი.

ახალი რეგულაციით, ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი გაზრდილია; მათ შორის, სავალდებულოა ეტიკეტზე განთავსდეს ინფორმაცია სურსათის უვნებელ მოხმარებასთან დაკავშირებით, რადგან გარკვეულ შემთხვევებში, სურსათის შემადგენლობა შესაძლებელია საზიანო იყოს მომხმარებელთა გარკვეული ჯგუფებისათვის; ეტიკეტზე ასევე, განთავსებული იქნება ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ, რომელიც მომხმარებელს, მათ შორის განსაკუთრებული კვებითი მოთხოვნების მქონე მომხმარებელს, ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობას მისცემს.

ახალი რეგულაციით განისაზღვრა ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის შრიფტის ზომა და სურსათის შესახებ ინფორმაციის ფორმა (ზუსტი, მკაფიო, მომხმარებლისათვის ადვილად გასაგები) და ადგილი (თვალსაჩინო).

ტექნიკური რეგლამენტი „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების - სურსათის ეტიკეტირების წესის შესახებ“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმების შესაბამისად მომზადდა.

სეს–ში განმარტავენ, რომ რეგულაცია ხელს შეუწყობს სამართლიანი საინფორმაციო პრაქტიკის დამკვიდრებას და კეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორის საქმიანობის სტიმულირებას.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მარტიდან ეტიკეტირების ახალი წესი ამოქმედდება
1 ივლისიდან გენმოდიფიცირებული სურსათის ეტიკეტზე „გმ“-ს მითითება სავალდებულოა
სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას აფრთხილებენ
სურსათის ეროვნული სააგენტოს რჩევა მოსახლეობას პასქებთან დაკავშირებით
სურსათის სააგენტო: ‘თავი შეიკავეთ საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენისგან’
სად არ უნდა შეიძინოთ ხორცი – სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას აფრთხილებს
სეს–ი კვერცხის შეძენასთან დაკავშირებით მომხმარებელს აფრთხილებს