FM97.5 / LIVE

მარტიდან ეტიკეტირების ახალი წესი ამოქმედდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 23.01.2019
მომხმარებლის ინფორმირებულობის გაზრდისა და მისი უფლებების დაცვის მიზნით, 2019 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება ტექნიკური რეგლამენტი „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების - სურსათის ეტიკეტირების წესის შესახებ".

მარტიდან ეტიკეტირების ახალი წესი ამოქმედდება

მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს სურსათის ეტიკეტზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ ზოგად პრინციპებს, ახალ მოთხოვნებს და ინფორმაციის წარდგენის პროცედურებს. დადგენილებით არსებითად იცვლება იმ სავალდებულო მონაცემების ჩამონათვალი, რომელიც დატანილ უნდა იქნეს პროდუქტზე მისი ეტიკეტირებისას. შესაბამისად ახალი რეგლამენტის ამოქმედებისთანავე საჭიროა პროდუქციის ეტიკეტში ცვლილების შეტანა.

ახალი რეგულაციის მიხედვით, იზრდება ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი. სურსათის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, მკაფიო, მომხმარებლისათვის ადვილად გასაგები და არ უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი;

განისაზღვრება მოთხოვნები სურსათის კვებით და ენერგეტიკულ ღირებულებასთან დაკავშირებით, კერძოდ, საკვები ნივთიერებების, ვიტამინებისა და მინერალების მითითებასთან დაკავშირებით.

ეტიკეტზე არ უნდა იყოს ინფორმაცია სურსათის ისეთი თვისებების შესახებ, რაც არ ახასიათებს, მაგალითად, სურსათის შესახებ ინფორმაციაში არ უნდა იყოს არანაირი მინიშნება დაავადების განკურნების, ან სურსათის სამკურნალო თვისებების შესახებ, გარდა ბუნებრივ მინერალურ წყლებთან და განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათთან დაკავშირებული ინფორმაციისა.

ალერგიის ან მომეტებული მგრძნობელობის გამომწვევი ზოგიერთი ნივთიერების ან პროდუქტის გამოყენების შემთხვევაში, განისაზღვრება აღნიშნული ნივთიერებების ეტიკეტზე განთავსების წესი, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ინგრედიენტი გამოყოფილი უნდა იყოს სხვა ჩამონათვალისაგან.

განისაზღვრება სურსათის ნეტოს, სუფთა წონის (სურსათის წონა შეფუთვის გარეშე) ეტიკეტზე მითითების ვალდებულება. სურსათის შენახვის ვადის ნაცვლად შემოდის ტერმინები: ვარგისიანობის მინიმალური ვადა, გამოიყენება ...მდე ვადა, სურსათის გაყინვის, ან პირველადი გაყინვის თარიღი.

დაკონკრეტდება სურსათის დასახელებები, კერძოდ, სურსათის ოფიციალური, ჩვეული და აღწერილობითი დასახელება. განისაზღვრება მოთხოვნები დაუფასოებელ სურსათის ეტიკეტზე წარსადგენ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

განისაზღვრება მოთხოვნები სურსათის გარე შეფუთვის ეტიკეტზე წარსადგენ ინფორმაციასთან დაკავშირებით; სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაცია უნდა განთავსდეს გამოსაჩენ, შესამჩნევ ადგილზე, გარკვევით, უნდა იყოს მკაფიო, შეუძლებელი უნდა იყოს მისი წაშლა.

ინფორმაცია სრულად ან ნაწილობრივ არ უნდა იყოს გადაფარული სხვა ნებისმიერი წარწერით, გრაფიკული გამოსახულებით ან სხვა მასალით, რომელიც შეუძლებელს გახდის ინფორმაციის აღქმას. სურსათის შესახებ ინფორმაციის განთავსებაზე პასუხისმგებელია ბიზნესოპერატორი, მათ შორის იმპორტიორი. მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ ვალდებულება შეეხება სურსათის წარდგენას რეკლამის საშულებით ან ვერბალური კომუნიკაციის გამოყენებით.

მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ ვალდებულება შეეხება სურსათის დისტანციურ რეალიზაციას. ნებისმიერ სურსათს, რომელიც განკუთვნილია საბოლოო მომხმარებლისათვის ან საზოგადოებრივი კვების ობიექტისათვის მისაწოდებლად, თან უნდა ახლდეს ინფორმაცია აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

ახალი რეგულაცია მომზადებულია ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულებით და შემუშავებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მარტიდან სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ახალი რეგულაციით მოხდება
1 ივლისიდან გენმოდიფიცირებული სურსათის ეტიკეტზე „გმ“-ს მითითება სავალდებულოა
სად არ უნდა შეიძინოთ ხორცი – სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას აფრთხილებს
სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას აფრთხილებენ
სურსათის სააგენტო: ‘თავი შეიკავეთ საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენისგან’
მთავრობის გადაწყვეტილებით კვების ობიექტები  ე.წ მიწოდების სერვისზე გადავლენ
რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ხორცის შეძენისას