FM97.5 / LIVE

დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 6 ბავშვიდან კლინიკაში 1 რჩება, დანარჩენები გაწერეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.01.2019
თბილისში, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვებიდან სამედიცინო დაწესებულებაში ერთი რჩება. იაშვილის კლინიკის ექიმებმა გოგონას თავის არეში მიღებული ჭრილობის გამო ოპერაცია გაუკეთეს.

დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 6 ბავშვიდან კლინიკაში 1 რჩება, დანარჩენები გაწერეს
ფოტო: On.ge
თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში აფეთქება გუშინ, 16 იანვარს, საღამოს მოხდა. შემთხვევის შედაგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ოთხი წლის ბავშვია.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი გაზის გაჟონვამ გამოიწვია. პოლიციამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, რომელიც ეხება მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, სასტუმროებში მოთავსებულია 27 დაზარალებული ადამიანი.

მომხდარის გამო, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადაა. გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

აფეთქებასთან დაკავშირებით გამგეობის საუბნო განყოფილების ცხელი ხაზი ამოქმედდა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. ნებისმიერი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 032 2 37 45 31, დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის N10. ცხელ ხაზზე ასევე, მომხდართან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა
დიღომში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა და 7 დაშავდა
პრემიერ მინისტრი: დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე ორი პირი დააკავეს
ამჯერად ოთხი
სამცხე–ჯავახეთში ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
სამცხე–ჯავახეთში ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა