FM97.5 / LIVE

vali.ge-ს ერთიან ბაზას 7 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 17.12.2018
პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე vali.ge მონაცემები კვლავ განახლდა. ერთიან ბაზას, შვიდი საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა.

vali.ge-ს ერთიან ბაზას 7 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა

ახლადდამატებული ორგანიზაციებია:

შპს "კრედიტ ექსპერტ ჯორჯია" (სესხის გამცემი: Wandoo.ge, Netcredit.ge, Moneza.ge, Credium.ge);

შპს "გრანატ კაპიტალ" (სესხის გამცემი: Netcredit.ge, Moneza.ge);

შპს "გრანატ ინვესთმენთ" (სესხის გამცემი: Vivus.ge);

შპს "პრობლემური აქტივების ბიურო“ (სესხის გამცემი: Vivus.ge, Amica.ge, Moneybus.ge, Wincredit.ge, Moneyman.ge, Mycredit.ge, Netcredit.ge, Moneza.ge, Crediton.ge, Lendo.ge, Mamy.ge, Ipuli.ge, Okcredit.ge, Credium.ge, Solva.ge);

შპს "ფინანსური ბიურო" (სესხის გამცემი: Moneza.ge, Mycredit.ge, Netcredit.ge, Vivus.ge);

შპს "ფინანსური მონიტორინგის ბიურო" (სესხის გამცემი: Vivus.ge);

შპს "ფინანსური სექტორი" (სესხის გამცემი: Ccloan.ge);

აღსანიშნავია, რომ კოლექტორების, ე.წ. ამომღები კომპანიების შემთხვევაში, სესხები შესაძლებელია შეძენილი იყოს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტიდან, როგორებიცაა: ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ონლაინ სესხის გამცემი და სხვა.

ამ დროისთვის, ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია 552 ათას 483 მსესხებლის, 1,154,414 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა 3,682,200,002 ლარია. ვებგვერდზე ატვირთულია 19 საფინანსო ორგანიზაციიდან შეძენილი სესხები/კრედიტები:

ვებ-გვერდზემონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი მარტივი ეტაპის გავლა:

• მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა;

• დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა;

• უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის მონიშვნა.

ამ ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში, გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია მოწოდებულია საფინანსო ორგანიზაციების მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი საკუთარ თავს ვერ აღმოაჩენს ვებგვერდზე წარმოდგენილ მონაცემებში, უნდა მიმართოს სესხის გამცემ ორგანიზაციას.

პარალელურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მიწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში, ერთიან მონაცემთა ბაზას კვლავ დაემატება განახლებული მონაცემები.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

vali.ge-ს ახალი საფინანსო ორგანიზაციები დაემატა
vali.ge-ს ერთიან ბაზას კიდევ 2 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა
სესხების განულების პროექტში კიდევ 14 ორგანიზაცია ჩაერთო
vali.ge-ს მონაცემებს ახალი საფინანსო ორგანიზაციები დაემატა
სესხების განულების პროგრამას ახალი კომპანიები შეუერთდნენ
Tbccredit.ge-ზე სამომხმარებლო სესხის აღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი ®

‘ქართუ’: საფინანსო ორგანიზაციები თავად წყვეტენ განულების სიაში რომელი მსესხებელი შეიყვანონ