FM97.5 / LIVE

უხილავი მოქალაქეები – 3 დეკემბერი შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.12.2018
ახალციხეში ეტლით მოსარგებლეებთან ერთად, ასამდე უსინათლო ცხოვრობს, თუმცა მათ უმრავლესობას დღემდე დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. არაადაპტირებული გარემო კი მათთვის ხშირად სახლიდან გაუსვლელობის მიზეზია.

უხილავი მოქალაქეები – 3 დეკემბერი შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა

40 წლის შუშანიკ რაისიანი პირველი ჯგუფის ინვალიდია. ყოველდღიურ გადაადგილდებაში მას ძმა, არმენი ეხმარება: „შუშანიკს დაუხმარებლად სიარული არ შეუძლია, ეტლით ქუჩაში ვასეირნებ ხოლმე, მაგრამ ქალაქში რომ გავიყვანო, ბორდიურებზე ხელით აწევა მომიწევს, ამიტომ სახლიდან შორს ვერ მიმყავს“.

შშმ პირებთან ახალციხეში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს. მათ შორისაა „ტალიტა კუმი“, რომელსაც 22 ბენეფიციარი ჰყავს. „ის ადგილები, სადაც პანდუსებია მოწყობილი, იმდენად დიდი დახრის კუთხე აქვს, რომ დამოუკიდებლად ეტლით მოსარგებელეებისთვის გადაადგილება შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს“, – ამბობს ფსიქოთერაპიული კაბინეტის კოორდინატორი გიორგი ჩილინგარაშვილი.

ეტლით მოსარგებლეების გარდა სპეციალური ინფრასტრუქტურა სჭირდებათ უსინათლოებსაც. ქალაქში 100–მდე მხედველობა დაქვეითებულია, თუმცა ახალცხიეში არცერთი ხმოვანი გადასასვლელი არაა.

61 წლის გიორგი ნათენაძე ახალციხის უსინათლოთა კავშირის 110 ბენეფიციარიდან ერთ–ერთია. მისი თქმით, უსინათლოები გარეთ გამოსვლას ერიდებიან: „15% მხედველობა მაქვს, ქუჩაში მძღოლების იმედად გადავდივარ და ყოველთვის მითმობენ გზას, მაგრამ უსინათლო ადამიანები ხშირად არც კი გამოდიან გარეთ, ჩვენთვის რთულია სიარული. თუ ხმოვან გადასასვლელებს დააყენებენ, მარტი მე კი არა, ყველა უსინათლო ბედნიერი იქნება“.

უხილავი მოქალაქეები – 3 დეკემბერი შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა

შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ 247 შშმ პირს, რომელთა შორის 37 მხედველობა დაქვეითებულია, 100–100 და 75–75 ლარი ჩაურიცხა. თუმცა, უწყებაში ვერ აკონკრეტებენ, 2019 წელს შშმ პირთა ადაპტირებისთვის ქალაქში რა სამუშაოები განხორციელდება და ბიუჯეტიდან ამისთვის რა თანხა გაიწერება.

„მომავალი წლის ბიუჯეტით, პანდუსების მოწყობა გათვალისწინებულია, ვგეგმავთ, რომ ფაქტიურად ყველგან ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგოთ. შემიძლია გითხრათ, რომ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში შშმ პირებისთვის გარემოს ადაპტირების საკითხი ნამდვილად დგას, ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად მოწესრიგდება“, – გვითხრა ახალციხის მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა, რომელიც მერიაში არსებულ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარეცაა.

ჩვენ შეკითხვაზე, რას გეგმავს მერია ხმოვანი შუქნიშნების შესახებ, კარაპეტიანი გვპასუობს: „ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ჩვენ შევისწავლით და აუცილებლად გავითვალისწინებთ ხმოვანი შუქნიშნების მოწყობას“.

შშმ ადამიანების უფლებების, თანასწორობისა და ღირსების საპატივსაცემოდ, მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს სამ დეკემბერს აღნიშნავს.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა
ახალციხის გამგეობამ 15 შშმ პირს ტკბილეული გადასცა
შშმ პირთა უფლებების კონვენციის ანგარიშის განიხილვა
10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა
მთავრობამ ‘შშმ პირთა უფლებების შესახებ’ კანონპროექტი დაამტკიცა - რა წერია დოკუმენტში
შშმ პირების უფლებების დაცვისთვის ახალი პროექტი დაიწყო
ახალციხის მერიამ შშმ პირები დაასაჩუქრა