FM97.5 / LIVE

გიგი უგულავა: მე მივდივარ კვირის აქციაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.12.2018
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა კვირას, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ მშვიდობიან მანიფესტაციას შეუერთდება.

გიგი უგულავა: მე მივდივარ კვირის აქციაზე

ამის შესახებ უგულავა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე წერს. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანი ქვეყანაში პარლამენტის პროპორციული არჩევნებია, ამიტომ ამ მიზნისთვის უნდა მოხდეს გაერთიანება.

"მეგობრებო, მინდა ჩემი პირადი სახელით განმარტება გავაკეთო. ჩვენი პარტია არაა აქციის ორგანიზატორი. ორგანიზატორობა სხვადასხვა ტიპის მოვალეობებს და ურთიერთობებს გულისხმობს პარტიებს შორის. მიმაჩნია, რომ ხალხისთვის ამ ეტაპზე ეს ასპექტი არაარსებითია. ამიტომ ამაზე არ დავკონკრეტდები. მთავარია, პარლამენტის პროპორციული არჩევნები. ჩვენ ყველა აქცია, როგორც ზეწოლის ფორმა, დისკუსიის ფორმატები (მათ შორის უმრავლესობასთან, რადგან გადაწყვეტილება მათი მისაღებია), საერთაშორისო ბერკეტები უნდა გამოვიყენოთ ამ მიზნისთვის. ამას ნიშნავს სწორედ, რომ ჩვენ ვართ კვირას დაგეგმილი აქციის მიმართ სოლიდარულები. მე პირადად ამ აქციაში ამ სულისკვეთებას ვხედავ. აქციებზე ყოველთვის გაისმის გვერდითი იდეები, არასწორი და ხშირად მიუღებელი განცხადებები. ეს თანმდევი პროცესია. ასეთი რამ ცხადია უნდა გავაპროტესტოთ, მაგრამ მთავარი თემიდან ფოკუსი არ უნდა გადავიტანოთ. პროპორციული საპარლამენტო არჩევნების გარშემო უნდა გავერთიანდეთ, სხვა თემებზე ცხადია გვექნება განსხვავებული პოზიციები. აქ "ევროპული საქართველოს", როგორც საპარლამენტო უმცირესობის, როლი განსაკუთრებულია. ამიტომ მე მივდივარ კვირის აქციაზე", - წერს უგულავა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 30 ნოემბერს "ევროპული საქართველოს" ლიდერმა და ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ "ევროპული საქართველო" გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციის ორგანიზატორი არ იქნება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ევროპული საქართველო: აქციების ორგანიზებაში მონაწილეობას არ მივიღებთ
აქციაზე გიგი უგულავას ბოთლები ესროლეს
თბილისში დაგეგმილ აქციას ახალციხიდანაც შეუერთდებიან
ბიძინა ივანიშვილი - 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება
რუსთაველზე დაგეგმილ აქციას სამცხე–ჯავახეთიდან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეუერთდებიან
‘ევროპული საქართველო’  ახალციხელებს  აქციაზე  იწვევს
უგულავა: 'ხელისუფლება მეორე ტურს დაშინების ფონზე ჩაატარებს'