FM97.5 / LIVE

ახალქალაქში დაშავებულები ამბობენ, რომ მკურნალობას ისევ კლინიკაში გადიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.11.2018
ახალქალაქში ენმ–ს შტაბის ხელმძრანელი ამბობს, რომ ცემის შედეგად დაშავებული აშოტ რაისიანი, აბრაამ აბრამიანი, ტიგრან აბრამიანი და მიხაილ აგაბაბიაბი კვლავ თბილისში ერთ–ერთ საავადმყოფოში მკურნალობენ.

ახალქალაქში დაშავებულები ამბობენ, რომ მკურნალობას ისევ კლინიკაში გადიან

ახალქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი აშოტ რაისიანი „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ამჟამად იგი საავადმყოფოში წევს, თუმცა არ აკონკრეტებს რომელ კლინიკაში გადის მკურნალობას: „წესიერად სიარული არ შემიძლია, ტვინის შერყევა მაქვს და 38–მდე მაქვს სულ სიცხე. აბრაამ აბრამიანს ტვალთან სისხლი უგროვდება, მიხაილ აგაბაბიანსაც თვალთან ჰემატობა განუვითარდა და ერთ–ერთი თვალიდან 40 პროცენტი მხედველობა დააკლდა“.

აშოტ რაისიანის მამა მელიქ რაისინი ამბობს, რომ კლინიკას, რომელშიც „ნაციონალული მოძრაობის“ წარმომადგენლები გადიან მკურნალობს, არ ასახელებენ: „არ გვინდა, რომ იქ ვინმე მივიდეს, ეს ჩხუბი იყო პოლიტიკური და არ გვინდა იცოდნენ სად გადიან ბიჭები მკურნალობას“.

ახალქალაქში 30 ოქტომბერს მომხდარი ფაქტის შემდეგ ოთხივე პაციენტი თბილისში ტრავმატოლოგიურ კლინიკაშ გადიოდა მკურნალობას. ოთხივე მათგანი საავადმყოფოდან ხუთ ნოემბერს გაწერეს.

შეგახსენებთ, რომ 30 ოქტომბერს თბილისში ენმ–ს ოფისზე თავდასხმის შედაგად ოთხი დაშავებული ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის ერთის აბრამ აბრაამიანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო. მას სახის ძვალი ჰქონდა გატეხილი, ამიტომ ახალქალაქის საავადმყოფომ მისთვის კატასტროფის ჯგუფი გამოიძახა და თბილისში გადაიყვანა. გვიან ღამით კი საკუთარი სურვილით თბილისში კერძო კატასტროფის ცენტრმა სამი დაშავებულიც გადაიყვანა. ახალქალაქის საავამდყოფოს მენეჯერი აცხადებს, რომ არცერთ მათგანს თბილისში გადაყვანა არ სჭრიდებოდა, რადგან ადგილზე სამივე დაშავებულის სამკურნალოდ ყველა რესურსი გააჩნდათ.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში დაშავებულები ტრავმატოლოგიურ კლინიკაში რჩებიან
ახალქალაქში დაშავებულებს საავადმყოფოდან დღეს გაწერენ
ახალქალაქში დაპირისპირების შედეგად დაშავებულები კლინიკიდან გაწერეს
მკურნალი ექიმი ახალქალაქში დაშავებულებზე: ‘შეუძლიათ სტაციონარიდან გავიდნენ’
ახალქალაქში ორი დაშავებული კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა
‘ოთხი დაშავებულიდან სამს თბილისში გადაყვანა არ სჭირდებოდა’ – ახალქალაქის საავადმყოფო
ახალქალაქიდან თბილისში მეოთხე დაშავებულიც გადაიყვანეს