FM97.5 / LIVE

‘დაუფასდათ წინასაარჩევნო აქტიურობა‘ – საკადრო ცვლილებები ასპინძის საბავშვო ბაღებში

მთავარისიახლე, პოლიტიკა 12.10.2018
ასპინძაში მეორე ბაღის მენეჯერად მაია სანდოძე დანიშნეს. იგი თვითმმართველობის არჩევნებამდე ღიად აცხადებდა, რომ მისი ოჯახი მხარს მერობის კანდიდატს, როსტომ მაგრაქველიძეს უჭერდა. მის შვილს კი, რომელიც უშიშროების თანამშრომელია, წინასაარჩევნო პერიოდში, მაგრაქველიძის კონკურენტის, ლევან ცაბაძის მხარდამჭერებზე ზეწოლაში ადანაშაულებდნენ.

‘დაუფასდათ წინასაარჩევნო  აქტიურობა‘ – საკადრო ცვლილებები ასპინძის საბავშვო ბაღებში

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ასპინძის მერობისთვის, ახლანდელი მერი როსტომ მაგრაქველიძე და მაშინდელი გამგებელი, ლევან ცაბაძე იბრძოდნენ. მაგრაქველიძე კენჭს „ოცნებიდან“ იყრიდა, ცაბაძე კი დამოუკიდებელი კანდიდატი იყო. ბორჯომის სუს-ის უფროსს, გიორგი ინასარიძეს, სწორედ დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერებზე ზეწოლაში ადანაშაულებდნენ.

ინასარიძეების ოჯახი და ლევან ცაბაძე ერთმანეთს წლების წინ დაუპირისპირდნენ. მიზეზი ისაა, რომ ცაბაძემ გამგებლობის პერიოდში, გიორგი ინასარიძის დედა, მაია სანდოძე, ბაღების გაერთიანების უფროსობიდან გაათავისუფლა.

წინასაარჩევნო პერიოდში, მაია სანდოძე არ მალავდა, რომ მისი ოჯახი მხარს როსტომ მაგრაქველიძეს უჭერდა, მისი შვილის მხრიდან კი ვინმეზე რაიმე ტიპის ზეწოლას უარყოფდა. მას შემდეგ, რაც როსტომ მაგრაქველიძე ასპინძის მერი გახდა, მაია სანდოძე დაბაში ნომერ მეორე ბაღის მენეჯერად დანიშნეს. „არ მინდა თქვენთან საუბარი“, – გვითხრა მან და ტელეფონი გაგვითიშა, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ შეკითხვები მის ახალ პოზიციას უკავშირდებოდა.

მეორე ბაღის მენეჯერად მანამდე ლალი ზაზაძე მუშაობდა. აქედან იგი პირველ ბაღში მეთოდისტად გადაიყვანეს. ყოფილ მენეჯერს დღეს ამაზე საუბარი არ სურს: „თანამშრომლებთან რაღაც შეხვედრა მაქვს, უხერხულია, არ მცალია“. თვითმმართველობის არჩევნებზე ზაზაძე მხარს მაგრაქველიძის კონკურენტს, ლევან ცაბაძეს უჭერდა. მაშინ მან ცაბაძის მხარდამჭერთა სიაში ხელიც მოაწერა და ეს „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში დაადასტურა.

საბავშვო ბაღებში საკადრო ცვლილებებს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ელისო ბექაური ასე განმარტავს: „ლალი ზაზაძე პროფესიით საბავშვო ბაღის მეთოდისტია და მეთოდისტად ამიტომ გადავიყვანეთ. რაც შეეხება სანდოძეს იგი 30 წელი ამ სფეროში მუშაობდა და ვიფიქრე, რომ მენეჯერის პოზიციაზე გამოდგვადგებოდა. ბუნებრივია, ეს საკითხი მერთან შევათანხმე“.

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე ადასტურებს, რომ მაია სანდოძის დანიშვნა მასთან შეთანხმებული იყო: „აქ არჩევნები არაფერ შუაშია, მე არ ვიცი მისი ოჯახი ვის უჭერდა მხარს. ჩემთან შტაბში არცერთი არ ყოფილან, ეგრე 4 000–მა კაცმა მომცა ხმა. სანდოძის დანიშვნის შესახებ ააიპ–ის უფროსმა მითხრა, მე ჩემი ყველა ააიპ–ის ხელმძღვანელის პოზიციას პატივს ვცემ და დავეთანხმე“.

თუმცა, ვიდრე ბაღებში საკადრო ცვლილებები განხორციელდებოდა, ასპინძაში იმ ააიპ–ების ხელმძღვანელები შეიცვალნენ, რომლებიც მაგრაქველიძეს არჩევნებზე მხარს არ უჭერდნენ. ასეთები სწორედ ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა ტივაძე და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ნუგზარ ელიზბარაშვილი იყვნენ. არჩევნებამდე ტივაძემ ხელი ცაბაძის მხარდამჭერთა სიაში მოწერა. ელიზბარაშვილი კი ღიად აცხადებდა, რომ ისიც დამოუკიდებელ კანდიდატს აძლევდა ხმას. მას შემდეგ რაც მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე გახდა, სამსახურის დატოვება სწორედ ამ სამსახურების ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს.

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები პირად საუბრებში ამბობენ, რომ ის ვინც მაგრაქველიძეს არჩევნებში მხარს უჭერდა დაუფასეს და შესაბამის პოზიციებზეც დანიშნეს, ცაბაძის მხარდამჭერები კი დააქვეითეს, ან სამსახურებიდან გაათავისუფლეს. თავად ლევან ცაბაძე დარწმუნებულია, რომ საკადრო ცვლილებებს მაგრაქველიძე არ წყვეტს: „გამოჩნდა ვისი ხელიც ერია მაგ არჩევნებში. სანდოძის შვილების გავლენით ხდება ასპინძაში ეგ რაღაცები. ალბათ ვიღაცებს წინასაარჩევნოდ მხარდაჭერა დაუფასეს კიდეც“.

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში იმ  ააიპ–ების ხელმძღვანელები შეცვალეს, რომლებიც მხარს ყოფილ გამგებელს უჭერდნენ
დაიბარა თუ არა ასპინძის გამგებელმა ხელმოწერებისთვის  ააიპ–ების თანამშრომლები
როსტომ მაგრაქველიძე: 'ქართული მარშის' განცხადებები შეურაცხმყოფელია
წინასწარი შედეგებით, ასპინძაში 'ოცნების' კანდიდატი ლიდერობს
ასპინძის გამგეობიდან წინასაარჩევნოდ წასული თანამშრომლები წამყვან პოზიციებზე დააბრუნეს
ასპინძის ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა
არჩევნების შედეგები – ასპინძა [სრული]