FM97.5 / LIVE

ზურაბიშვილის დაპირებები ამომრჩევლებს ადიგენსა და ბორჯომში [Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 03.10.2018
ადიგენსა და ბორჯომში, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრებს საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარდამჭერები სოფლებიდან მიკროავტობუსებითა და მსუბუქი მანქანებით ჩამოიყვანეს.

ზურაბიშვილის დაპირებები ამომრჩევლებს ადიგენსა და ბორჯომში [Video]

სალომე ზურაბიშვილი ადიგენის მოსახლეობას 14:00 საათზე, ახალგაზრდულ დარბაზში შეხვდა. პრეზიდენტობის კანდიდატი ადგილობრივებს დაპირდა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემდეგ ადიგენს ახალი კულტურული ცენტრი ექნება.

„ეს არის პირველი ადგილი, სადაც არ არის ისეთი კულტურული ცენტრი, როგორიც უნდა იყოს. აუცილებელია ყველა ადგილას იყოს სრულყოფილი კულტურული ცენტრი, რამეთუ კულტურა არის რაც საზოგადოებას აერთიანებს და ადგილზე ამაგრებს. მინდა დღეს დაგპირდეთ თქვენ ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად, ვიცი რომ რაღაც გეგმები არსებობს და ეს გეგმები რეალურად განვახორციელოთ. ამაზე ძალიან მალე, არჩევნების შემდეგ უკვე შეიძლება საუბარი. აქ იმყოფება პარლამენტის ელიტა და მათ წინაშეა ეს დაპირება და ესენიც იქნებიან პასუხიმგებლები, რომ დამეხმარონ ამ საკითხში“, – მიმართა ამომრჩევლებს ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის დაპირებები ამომრჩევლებს ადიგენსა და ბორჯომში [Video]

მისი თქმით, გამარჯვების შემდეგ ის იქნება იმ პირების პრეზიდენტიც, რომლებიც ლანძღავენ და უწმაწური სიტყვებით მიმართავენ: „მაბრალებენ ყველაფერს, მათ შორის ყველაზე მეტად რაც მიჭირს, ეს არის მოღალატე. ეს არის მორალური ცნება,რომელიც არ შეიძლება ამ ქვეყანაში ასე იხმარო. ჩვენ გვიდევს გენეტიკაში, რომ არ შეიძლება ქართველი იყოს მოღალატე“.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ადიგენში ტოლერანტობასა და რელიგიის თავისუფლებაზეც ისაუბრა: „არ შეიძლება რამე განსხვავება იყოს იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც სხვა რელიგიას ეკუთვნიან, ან სხვა წარმოშობის არიან. ყველანი არიან საქართველოს მოქალაქეები, ძალიან მეუცნაურა, მეძახეს, რომ კათოლიკე ვარ. მე ვარ მართლმადიდებელი, ამას ჩემთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ როგორც პრეზიდენტი არ უნდა ვიყო მარტო მართმადიდებლების პრეზიდენტი, არსებობს ამ ყვეყანაში კათოლიკეებიც და შეიძლება ხვალ ზეგ საუკუნის ბოლოს რომელიმე პრეზიდენტი საქართველოსი იყოს კათოლიკე, ან ებრაელი. რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ ყველანი საქართველოს შვილები ვართ“.



შეხვედრას ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებიდანაც ესწრებოდნენ, ნაწილი საკუთარი მანქანით, ნაწილი კი მიკრო ავტობუსებით ჩამოიყვანეს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი რეალური კანდიდატია, ვისაც შეიძლება მხარი დაუჭირონ: „ასე უშაულო და უბრალო არცერთი კანდიდატი არ არის. ჩვენ გვჯერა მისი გამოცდილების“.

ადიგენის შემდეგ, ზურაბიშვილი მოსახლეობას ბორჯომში შეხვდა. შეხვედრა კულტურისა და ხელოვნების ცენტრში 18:00 საათზე დაიწყო. შეხვედრას სკოლის და საბავშვო ბაღების მასწავლებლები, ააიპ–ების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

„ჭობისხევიდან ვართ, პატარა მანქანით ჩამოვედით. ძალიან კარგი შეხვედრა იყო, იმედია კარგი მომავალი გვექნება. ნიჭიერი პოლიტიკოსია და დიდ იმედებს ვამყარებთ“, – ამბობს ფატიმა ნოზაძე.

ჭობისხევიდან ჩამოვიდა ჟანა ოქროპირიძეც: „ოცნების აგიტატორი ვარ და ჩამოვედით, ჩვენ მხარს სალომეს ვუჭერთ“.

„ამბობენ რომ სალომემ ქართული არ იცისო, ამაზე გრამატიკულად ჟურნალისტებიც ვერ საუბრობენ“, – ამბობს ბორჯომელი დალი ლომიძე.



შეხვედრა ბორჯომში დაახლოებით ერთ სააათს გაგრძელდა. უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის და ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის გედევან ფოფხაძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ამომრჩეველს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიმართა.

„მაცვია პიჯაკი, რომელსაც ვატარებდი 120 დღის მანძილზე, როდესაც ვიდექი ქუჩაში წინა რეჟიმის წინააღმდეგ, იქ ყოველთვის ვიწყებდი, ან ვამთავრებდი იმით რომ არა გადატრიალებას და არა შეგუებას. დიდი იმედი მაქვს, რომ მე ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც ამ დაპირისპირებას და ლანძღვა–გინებას დაამთავრებს. გვეყოფა რაც ამ ქვეყანამ გაიარა“, – განაცხადა ბორჯომში შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა რეგიონების განვითარებასა და ქვეყნიდან წასული მოქალაქეების დაბრუნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ ორმაგი მოქალაქეობის მიღების შესახებ კანონი მიიღეს.

„ძალიან ბვერი რამ აქვს გასაკეთებელი პრეზიდენტს, იმ რეგიონებთან მიმართებაში, რომელიც დღეს დაცლილია, ბორჯომი არ არის გამონაკლისი ამ კუთხით. აქედანაც ძალიან ბვერია დროებით გასული ქვეყნიდან, გადინების ტალღა უნდა გაჩერდეს და მერე უკან დაბრუნების ტალღა დაიწყოს“, – ამბობს ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილის დაპირებები ამომრჩევლებს ადიგენსა და ბორჯომში [Video]

პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნო შეხვედრები გუშინ ორ ოქტომბერს დაიწყო და დღეს, სამ ოქტომბერს დაასრულა.

[თინათინ ზაზაძე, ნანა ინასარიძე–ადიგენი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სალომე ზურაბიშვილი: მე ვიქნები ტოლერანტობის, მრავალფეროვნების პრეზიდენტი[R]
‘აქ რელიგიური ტურიზმი უნდა განვითარდეს’ – ზურაბიშვილი ახალციხეში ამომრჩევლებს ხვდება
სალომე ზურაბიშვილი: ფიქრი, რომ ერთი პრეზიდენტი გადაარჩენს საქართველოს, წარსულს ეკუთვნის [R]
სალომე ზურაბიშვილი სოფელ ყარაჯალას მოსახლეობას შეხვდა[R]
სალომე ზურაბიშვილი: ძალიან კარგია, რომ აუდიტის სამსახური  სასამართლოს მიმართავს[R]
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს კულტურის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია[R]
სალომე ზურაბიშვილი სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობას ხვდება [R]