FM97.5 / LIVE

ისევ თქვენი ჯანმრთელობისთვის

მთავარისიახლე, ბლოგები 29.09.2018
ცაულინა მალაზონიას ბლოგი ჯავახეთიდან.

ისევ თქვენი ჯანმრთელობისთვის

ეს წლების წინ იყო, მაგრამ ის დილა არასოდეს დამავიწყდება. ზაფხულის არდადეგებს სოფელ რუსთავში ვატარებდი, ტელეფონზე ზარი რომ გაისმა და ქალის განწირულმა ხმამ სომხურ-ქართულად შემომტირა: მოდი, ქალბატონო თბილისში, ჩემი შვილი კვდება!...

ბიჭი თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მას შემდეგ მოხვდა, რაც მოულოდნელად, საკუთარ სახლთან ახლოს, გონდაკარგული წაიქცა. კომაში ჩავარდნილი მოზარდი კატასტროფის ბრიგადამ დედაქალაქში ჩამოიყვანა.

თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი კლინიკა და პროფესიონალების გარემოცვაში მოხვედრა საკმარისი არ აღმოჩნდა სასწრაფო დახმარების აღმოსაჩენად. დედამ, რომელმაც მშობლიურის გარდა სხვა ენა არ იცოდა, ექიმს შვილის მდგომარეობის შესახებ ვერაფერი გააგებინა.

მთელი ოთხი საათი გავიდა, სანამ ჩავედით და მივეშველეთ. მიზეზი არანამკურნალევი დაზიანებული კბილი გამხდარა, საიდანაც ინფექცია მთელს ორგანიზმში გავრცელდა და ბავშვს სისხლი მოეწამლა. ექიმების დიდი მცდელობის შედეგად ბიჭი გადარჩა.

–მიშველე! ცუდად ვარ! ვკვდები! მიკვდება! – ჯავახეთის შორეულ სოფლებში მომუშავე არაერთი ჩემი კოლეგა ჩაუგდია შოკში ამ უსიამოვნო ძახილს. ვიზიტი თბილისის კლინიკებში ჩვენ გარეშე იშვიათად ჩაივლის: დარეკვა, წინასწარი ჩაწერა, გაყოლა, დიაგნოსტირება, ოპერაცია, დაზღვევა, უკანასკნელი დღეების სევდა ბევრ ჩვენგანს გადაუტანია პაციენტის ახლობლებთან ერთად.

მაგრამ ძალიან ხშირად სხვაგვარად ხდება. ავადმყოფობის სიმპტომების გამოვლენისთანავე ჯავახეთის სომხურენოანი მოსახლეობის 90% სომხეთის კლინიკებს მიაშურებს ხოლმე. აქედან გამომდინარე, ისინი, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ვერ სარგებლობენ ვერანაირი სამედიცინო შეღავათებით. თუ დაავადება უმნიშვნელოა, პაციენტის ოჯახი გზისა და მკურნალობის ხარჯებს როგორღაც წვდება, ხოლო სერიოზული გართულებების შემთხვევაში უზარმაზარი ფინანსური ხარჯების წინაშე აღმოჩნდება.

ხშირად ისეც ხდება, რომ დიაგნოზის დასმის შემდეგ წამოსვლას და საქართველოში მკურნალობას ამჯობინებენ. როგორც ერთი მეგობარი ექიმი მიყვებოდა, ზოგი პაციენტი საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებს იმედჩამქრალი და ფინანსებამოწურული მიმართავს, თუმცა უკვე დაგვიანებულია.

ამ საკითხთან იმდენი ფაქტი და ისეთი ემოციები მაკავშირებს, ხშირად მიფიქრია, თუ რა არის იმის მიზეზი, რომ ჯანმრთელობაშერყეული ადამიანები შველას არა საკუთარ, არამედ უცხო ქვეყანას სთხოვენ.

მათივე პასუხებიდან გამომდინარე, შეიძლება რამდენიმე მიზეზი დავასახელოთ:

არ იციან ქართული ენა და ვერ უხსნიან ექიმს თავიანთ გასაჭირს;

არ იციან გზა; არ ჰყავთ ახლობლები თბილისში, ვინც ავადმყოფის თანმხლებ პირებს დროებით შეიფარებს და მიხედავს...

დიახ, ეს მიზეზები არაერთ ადამიანს დაუსახელებია. მაგრამ მგონი აქ სხვა პრობლემაც იკვეთება:

მათ არა აქვთ ინფორმაცია საქართველოში მოქმედი სადაზღვევო სისტემისა და სამედიცინო მომსახურების დონის შესახებ;

სოფლებში არ არსებობს მედპუნქტები, სოფლის ექიმისა და მედდის მომსახურების სერვისი, რაც გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებოდათ და რაც მთავრობის ჯანდაცვის რეფორით იყო გაწერილი;

მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ცნობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახების პრაქტიკას, არა აქვს გაცნობიერებული ან არ განუმარტეს უმძიმესი პაციენტის თვითნებური გადაადგილების დროს მოსალოდნელი საფრთხე და ხშირად ის საკუთარი ავტომობილით გადაჰყავთ შორ მანძილზე გამოსაკვლევად.

რაიონულ ცენტრში ჩასული ადამიანი ვერ იღებს სრულფასოვან კონსულტაციას ოჯახის ექიმისგან, სად წავიდეს და ვის მიმართოს; გასარკვევია რამდენად ხშირად მომხდარა იქიდან სასწრაფო დახმარების მანქანით მძიმე ავადმყოფის თბილისში გადაყვანა. ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარი შეთანხმებისა და გარიგების ნაწილია, რაც საბოლოო ჯამში პაციენტს აზარალებს.

ამ ამბავმა ყველაზე მეტად ამ ზაფხულს დამაფიქრა, როცა გავიგე მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგზნოზდასმული, სიცხიანი პატარა ბიჭი მშობლებმა საკუთარი მანქანით როგორ გადაიყვანეს სომხეთის საზღვარზე, ის კი გზაში ძალიან ცუდად გახდა.

ვისაც ამ დაავადებასთან ჰქონია შეხება, კარგად იცის, რაოდენ დიდ თანხებთან და ემოციებთან არის დაკავშირებული მისი მკურნალობა. როცა წამზომი ჩართულია, აღარც იმის დრო და საშუალებაა, უკან წამოხვიდე და რჩები სრულიად დაუცველი და მოუმზადებელი ამ ვერაგ სენთან საბრძოლველად. არადა საქართველოში მოქმედი პროგრამები 18 წლამდე ასაკის ბავშვების უფასო მკურნალობას უზრუნველყოფს.

გამოსავალზე ფიქრი გვმართებს ყველას, ვისაც გვევალება მოსახლეობის ინფორმირება, დაკვალიანება, მიმართვის გაცემა და მათაც, ვინც ენობრივი ბარიერის გამო იძულებულია უარი თქვას საკუთარი ქვეყნის მიერ მონიჭებულ სამედიცინო შეღავათებზე: ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ყველა სოფელში ხელმისწავდომია სახელმწიფო ენის უფასო კურსები, მიბრძანდი, ისწავლეთ, ისევ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისთვის.

ბოლოს ერთ კარგ გამოცდილებასაც გავიხსენებ: სოფელ ბალხოს მკვიდრი ახალგაზრდა ქალი პერჯუი გრიგორიანი, რომელმაც ზურაბ ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სამი კურსი გაიარა, თავის დედამთილს თბილისში, ოპერაციის გასაკეთებლად გაჰყვა. მოგვიანებით ის კმაყოფილი ყვებოდა როგორ გააოცა და დააინტერესა მკურნალი ექიმი მისმა ქართულად საუბარმა. კარგი იქნება თუ მოსალოდნელი დიდი პრობლემების მოგვარებას აქედანვე იმ პატარა პრობლემების მოგვარებით დავიწყებთ, რომლებიც საჭირო დროს კომუნიკაციაში ხელს გვიშლის.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს COVID 19 დაუდასტურდა
ახალქალაქელი სასწრაფოს ექიმი  covid-19-ით გარდაიცვალა
რეგიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრების ხელფასი 30%–ით იზრდება
ასპინძაში იშვიათი დაავადება ყირიმ-კონგოს ცხელება დაფიქსირდა
სასწრაფო დახმარება - ცენტრალიზებული და ნელი
ახალქალაქის საავადმყოფოს რეანომობილი აჩუქეს
რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარებების კონტროლს სახელმწიფო უზრუნველყოფს