FM97.5 / LIVE

ბიეთის ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდება [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.09.2018
ახალციხეში, წინუბნის ხეობაში მდებარე მე–14 საუკუნის ბიეთის ტაძარში არქეოლოგიური და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ძეგლის რესტავრაცია იწყება.

ბიეთის ტაძარს  რესტავრაცია ჩაუტარდება [Photo/Video]

ბიეთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გაწმენდით სამუშაოებს კომპანია „ივერთმშენი“ ატარებს.

„ეკლესიის გარშემო მიწა უკვე გავთხარეთ, გვაინტერესებდა საძირკველი როგორი იყო. ნებართვას ველოდებით ძეგლთა დაცვიდან და გათხრებს ტაძრის ეზოშიც დავიწყებთ“, – ამბობს კომპანია „ივერთმშენის“ დირექტორი ედიშერ ჯანჯულია.



ბიეთის ნაწილი – გუმბათის ფრაგმეტნი, კამარები, თაღი და დასავლეთის ფასადი დანგრეულია, ამიტომ ინტერიერი ქვებითაა სავსე. ამ დროისთვის ტაძარში მხოლოდ აღმოსავლეთის ფასადი და კედლებზე ფრესკების ნაწილია შემორჩენილი. კლიმატურ პირობებს ესეც რომ არ დაეზიანებინა, კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტომ ეკლესიის ეს მონაკვეთი გადახურა და მომავალი წლიდან კი ტაძრის სრულ რესტავრაციას გეგმავს.

„ჩვენი ნებართვით მიმდინარეობს არქეოლოგიური შესწავლა. არქეოლოგების ზედამხედველობითვე ტაძარს წმენდს „ივერთმშენი“. ამ პროცესების დასრულების შემდეგ შემუშავდება საპროექტო დოკუმენტები, რაც ტაძრის კომპლექსურ რეაბილიტაციას გულისხმობს. 2019 წლიდან კი ბიეთი შევა სააგენტოს სარეაბილიტაციო ძეგლების ნუსხაში“, – გვითხრეს კულუტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

უწყბაში ამბობენ, რომ ბიეთის რესტავრაციისთვის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან „ქართუ ფონდიდან“ გამოიყოფა: „ეს ჯერ ზუსტად გადაწყვეტილი არ არის. პროექტი ალბათ უფრო „ქართუს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდიდან“ დაფინანსდება“.

ბიეთის ტაძარს  რესტავრაცია ჩაუტარდება [Photo/Video]

ბიეთის ტაძარს  რესტავრაცია ჩაუტარდება [Photo/Video]

ბიეთის ტაძარს  რესტავრაცია ჩაუტარდება [Photo/Video]

ბიეთის ტაძარს  რესტავრაცია ჩაუტარდება [Photo/Video]

[თორნიკე ზაზაძე, ნანა ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბიეთის ტაძრის რესტავრაცია იწყება
ბიეთის ეკლესია რესტავრაციისთვის მოამზადეს [ფოტო]
ბიეთის ეკლესიის აღდგენის მეორე ეტაპი იწყება [ფოტო]
აწყურის ტაძრის რესტავრაცია ორი წლის დაგვიანებით დასრულდება
კუმურდოს ტაძარს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
აწყურის ტაძრის რეაბილიტაციას ოთხი მილიონი ლარი დაემატება
რომელ ისტორიულ ძეგლებს ჩაუტარდება რეაბილიტაცია წელს სამცხე-ჯავახეთში