FM97.5 / LIVE

პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ახალციხელებს შეხვდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 18.09.2018
ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ახალციხეში, მესხეთის დრამატული თეატრის შენობაში, მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა.

პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ახალციხელებს შეხვდა

პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ახალციხეს დღეს, 18 სექტემბერს, გაერთიანების ლიდერებთან გიორგი ვაშაძესთან და ზურაბ ხარატიშვილთან ერთად სტუმრობდა.

„ჩვენ ვიქნებით გარანტი იმისა, რომ პენსია გახდება 400 ლარი, მასწავლებლის ხელფასი იქნება 1000 ლარი, მორატორიუმი გამოცხადდება უსამართლო კრედიტებზე, რომელიც ახრჩობს საქართველოს. ჩვენ ისევ ამოვდებთ ლაგამს კრიმინალს, რომ საქართველოს მოქალაქეს სახლის და მანქანის ღიად დატოვება არ შეეშინდეს“, – განაცხადა შეხვედრაზე გრიგოლ ვაშაძემ.

მან მარიხუანის კულტივაცია–ექსპორტის შესახებ კანონპორექტზეც ისაუბრა და განაცხდა, რომ აღნიშნული საკითხი ქვეყნის ეკონომიკას უკან დაწევს: „ქართული ოცნება“ ეს არის ბიტკოინების ქარხნები, რომელიც ასი მითიური საწარმოს მაგივრად ააშენეს. ხუთი მითიური მილიონის დაპირება ყველა სოფელს კი არის ის, რომ გაუფასურებულ მიწაზე დაითესონ კანაფი და მარიხუანას პლანტაციები გაგვიკეთონ“.

თეატრის შენობაში ოპოზიციური გაერთიანების პრეზიდენტობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრა, დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა.

ახალციხეში ჩამოსვლმადე გრიგოლ ვაშაძე ბორჯომისა და ადიგენის მოსახლეობასაც შეხვდა.

პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ახალციხელებს შეხვდა

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში 213 უბნიდან ზურაბიშვილმა 17–ზე წააგო
სამცხე–ჯავახეთში 213 უბნიდან ვაშაძემ ზურაბიშვილს 18 მოუგო
გაერთიანებულმა ოპოზიციამ პრეზიდენტობის კანდიდატი წარადგინა
გრიგოლ ვაშაძე ახალქალაქში ამომრჩევლებს  ხვდება
Gallup International: სალომე ზურაბიშვილი 58%, გრიგოლ ვაშაძე 42%
გრიგოლ ვაშაძე ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალებას აპირებს
Edison Research ეგზიტპოლის შედეგები: გრიგოლ ვაშაძე - 45%, სალომე ზურაბიშვილი - 55%