FM97.5 / LIVE

„წამლების საყიდლად თვეში 2000 ლარი მჭირდება“ – 28 წლის ბარბარე დახმარებას ითხოვს

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.08.2018
სამი შვილის დედას ბარბარე (ვანდა) ძინძიბაძეს, მეოთხე სტადიის სიმსივნის დასამარცხებლად ძვირადღირებული მედიკამენტები სჭირდება. ოჯახი ახალციხეში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და წამლის საყიდელი ფული არ აქვს.

„წამლების საყიდლად თვეში 2000 ლარი მჭირდება“ –  28 წლის ბარბარე დახმარებას ითხოვს

ბარბარეს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი ექიმებმა გასულ წელს დაუსვეს. „დედების ფონდის“ და ახლობლების დახმარებით, სამი მცირეწლოვანის დედას თურქეთში ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. მძიმე სენისგან განსაკურნებლად მას ყოველთვიურად 2000 ლარის წამლები სჭირდება.

„საქართველოში მითხრეს ვერ გადარჩება და ჯობია სიცოცხლის დარჩენილი დღეები სახლში, შვილებთან ერთად გაატაროსო. კეთილი ადამიანების დახმარებით ბარბარეს ოპერაცია თურქეთში გავუკეთეთ და გადავარჩინეთ კიდეც. სიმსივნე შეჩერებულია. ახლა საჭიროა წამლები და პერიოდულად გამოკვლევები იმისთვის რომ მდგომარეობა არ გართულდეს“, – ამბობს ბარბარეს მეუღლე დიაკვანი პანტელეიმონი.

პანტელეიმონმა აბასთუმანში ერთადერთი ბინა ბარბარესთვის ოპერაციის გასაკეთებლად გაყიდა, ახლა ექვსსულიანი ოჯახი ახალციხეში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მათ არც სოციალური დახმარება აქვთ.

„თურქეთის კლინიკაში ოპერაციის თანხის ნაწილი ჯერ კიდევ გადასახდელი გვაქვს, უფულობის გამო ქიმიის გაკეთება დამიგვიანდა და ცუდად გავხდი, კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადამიყვანა. ახლა უკეთ ვარ კეთილი ადამიანების დახმარებით, ცდილობენ წამლების ყიდვაში დაგვეხმარონ“, – ამბობს ბარბარე ძინძიბაძე.

წამლების გარდა, ბარბარეს დამატებითი გამოკვლევების ჩასატარებლად თურქეთში, იმ კლინიკაში ჩასვლა სჭირდება , სადაც ოპერაცია გაიკეთა, თუმცა ოჯახი უფულობის გამო ამას ვერ ახერხებს.

ვისაც სურვილი გაქვთ ბარბარეს დაეხმაროთ, თანხა „თიბისი" ბანკის ანგარიშზე უნდა ჩარიცხოთ.

"თიბისი" ბანკი: GE07TB7619745061100036

მიმღები: გელა ბაღდოშივილი

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხუთი თვის ბარბარეს გადასარჩენად ოჯახი დახმარებას ითხოვს
ფონდმა ‘ერთად შევძლებთ’ პირველი საქველმოქმედო აქცია გამართა
ბარბარე ძინძიბაძის დასახმარებლად ახალციხეში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს
17 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს
17 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს