FM97.5 / LIVE

ადიგენის მაჟორიტარი - ივანიშვილის წასვლა ხუხულასავით დაანგრევს ‘ოცნებას’

მთავარიპოლიტიკა 27.06.2013
უნდა დარჩეს თუ არა პრემიერ- მინისტრი პოლიტიკაში ; რას ფიქრობენ „ნაციონალური მოძრაობის“ მესხი დეპუტატები ივანიშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის შესახებ;

ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატები აცხადებენ, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან მხოლოდ მას შემდეგ უნდა წავიდეს, როცა მოსახლეობასთან დადებულ პირობებს შეასრულებს.

ადიგენის მაჟორიტარი - ივანიშვილის წასვლა ხუხულასავით დაანგრევს ‘ოცნებას’„მისი პოლიტიკიდან წასვლით ან დარჩენით ქართულ პოლიტიკას არც არაფერი დააკლდება და არც შეემატება. კოალიცია დაიწყებს თუ არა რღვევას, მისი წასვლის შემდეგ, ეს ჩემი სადარდებელი არ არის. მთავარია, რომ მათი აღებული კურსი ოპოზიციური პარტიის განადგურებისათან დაკავშირებით სისრულეში არ მოვიდეს“, - აცხადებს ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი ტარიელ ლონდარიძე.

ახალციხის მაჟორიტარი ვაჟა ჩიტაშვილი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან არ წავა: „პოლიტიკიდან თავისი ნებით არავინ მიდის. იგი უნდა დარჩეს პოლიტიკაში 4 წელი და დანარჩენს არჩევნებზე ხალხი გადაწყვეტს“.

ადიგენის მაჟორიტარი - ივანიშვილის წასვლა ხუხულასავით დაანგრევს ‘ოცნებას’ჩიტაშვილის აზრით, რადგან ივანიშვილი ამჟამინდელი ხელისუფლების ლიდერია, მისი პოლიტიკიდან წასვლა გარკვეული საფრთხეების შემცველია.

ადიგენის მაჟორიტარი ზურაბ ჩილინგარაშვილი ფიქრობს, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან არ უნდა წავიდეს: „მან დიდი პასუხისმგებლობა აიღო ქართველი ერის წინაშე, ივანიშვილმა მიიღო ქართველი ერის ნდობა. ამ დრომდე მისი არცერთი შესრულებული დანაპირები არ გვინახავს. ამიტომ, ის რომ წავიდეს და ყველანაირი პასუხისმგებლობა მოიხსნას, არასწორად მიმაჩნია“.

ადიგენის მაჟორიტარი - ივანიშვილის წასვლა ხუხულასავით დაანგრევს ‘ოცნებას’ჩილინგარაშვილი დარწმუნებულია, რომ პრემიერის პოლიტიკიდან წასვლა „ხუხულასავით დაანგრევს“ „ქართულ ოცნებას“: „ამ ნანგრევებში კი, შესაძლოა, საქართველოც მოიყოლონ“.

დეპუტატის თქმით, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას კოალიციაში დაძაბულობა და შესაძლოა პარტიებს შორის დაპირისპირებაც მოჰყვეს: „კოალიციის დაშლა კი ქვეყანაში ძალიან ცუდ რაღაცეებს გამოიწვევს. ამ გადასახედიდან ასე ჩანს და რა იქნება 4 თვის შემდეგ, ძნელი წარმოსადგენია, რადგან ძალიან არაპროგნოზირებად მთავრობასთან გვაქვს საქმე“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]

ამავე თემაზე, იხილეთ ვიდეო, რას ფიქრობენ ივანიშვილის შესაძლო წასვლაზე ახალციხის ქუჩებში გამოკითხული მოქალაქეები.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ 24 ნოემბერს განაცხადებს
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჩილინგარაშვილი "ოცნების" მხარდამჭერებს მიმართავს
ბიძინა ივანიშვილი: 'მივდივარ პოლიტიკიდან და ვრჩები აქტიურ მოქალაქედ'

გამოკითხვა: რას შეცვლის ბიძინა ივანიშვილის  დაბრუნება პოლიტიკაში? [Video]
ბიძინა ივანიშვილი მხარდამჭერებს მიმართავს