FM97.5 / LIVE

საქართველოს რკინიგზა და "დოიჩე ბანი" ოფიციალური პარტნიორები გახდნენ [R]

მთავარისიახლე, რეკლამა, განცხადებები 13.06.2018
საქართველოს რკინიგზა და "დოიჩე ბანი" თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან.

საქართველოს რკინიგზა და "დოიჩე ბანი" ოფიციალური პარტნიორები გახდნენ [R]

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ და "დოიჩე ბანის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ლოჯისტიკისა და სატვირთო გადაზიდვების სფეროში, ალექსანდერ დოლმა ბერლინში, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც რკინიგზის სატვირთო სექტორში ერთობლივი პროექტების განვითარებას გულისხმობს. შეთანხმების თანახმად, საქართველოს რკინიგზა და "დოიჩე ბანი" იწყებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ევროპისა და აზიის მულტიმოდალური სატრანსპორტო კორიდორების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

"ეს სტრატეგიული ალიანსი ორმხრივად სასარგებლო და ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს რკინიგზასთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნება დაგვეხმარება კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ბიზნესი, რომელიც გვაახლოვებს აზიურ ბაზართან და გვიქმნის ახალ შესაძლებლობებს", - აცხადებს მისტერ დოლი.

"მოგეხსენებათ, რომ საქართველოს რკინიგზა აქტიურად არის ჩართული ევროპა-აზიის დერეფნების განვითარებაში. აქედან გამომდინარე, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ, "დოიჩე ბანთან" ერთად, შევძლებთ მულტიმოდალური გადაზიდვების განვითარებას და ერთობლივი პროექტების შეთავაზებას, რაც სარგებლის მომტანი იქნება, საქართველოს ლოჯისტიკური ბაზრის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის", - განმარტავს დავით ფერაძე.

საქართველოს რკინიგზამ "დოიჩე ბანის" სახით, რომელიც ევროპაში ყველაზე მსხვილი სატრანსპორტო კომპანიაა, საიმედო და ძლიერი ბიზნეს პარტნიორი შეიძინა. პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზა კონსტანციდან, საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით, ახლო აღმოსავლეთისა და ინდოეთის მიმართულებაზე, ასევე კასპიის ზღვის გავლით, აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით, სატვირთო გადაზიდვების ორგანიზებაზე იქნება პასუხისმგებელი. "დოიჩე ბანი" კი თავის მხრივ, ევროკავშირის ტერიტორიაზე სამანქანო-სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვებზე იღებს პასუხისმგებლობას. მულტიმოდალურ გადაზიდვებს "დოიჩე ბანის" შვილობილი კომპანია "დიბი შენკერი" განახორციელებს.

პარტნიორობის ახალი ეტაპი ხელს შეუწყობს კომპანიებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის რესურსების გაცვლას ცოდნის, გამოცდილების, ინფორმაციისა და დასაქმებულების კუთხით.

საქართველოს რკინიგზისა და "დოიჩე ბანის" პარტნიორობა აზიასა და ევროპას შორის სარკინიგზო-სატვირთო ბაზრის განვითარების თვალსაჩინო მაგალითია.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოს რკინიგზისა და ‘დოიჩე ბანის’ წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს [R]
საქართველოს რკინიგზა  ჩინეთის რესპუბლიკასთან ითანამშრომლებს[R]
ევროპისა და აზიის სატრანზიტო ტვირთებს სს 'საქართველოს რკინიგზა' დააკავშირებს!®
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის ვიზიტი ბრიუსელში[R]
საქართველოს რკინიგზის შეთანხმება ®
ევროპის სარკინიგზო დაჯილდოვების ცერემონიაზე ქართული მხარე მონაწილეობდა [R]
დავით ფერაძემ 'თბილისის აბრეშუმის გზის' ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ®