FM97.5 / LIVE

ორფოლოს პოლიგონის საკითხის შესწავლაში ეკონომიკის სამინისტრო ჩაერთო

მთავარისამართალი 20.06.2013
ორფოლოს პოლიგონისთვის გამოყენებული სამი სოფლის მიწების საკითხს ეკონომიკის სამინისტრო შეისწავლის

ორფოლოს პოლიგონის საკითხის შესწავლაში ეკონომიკის სამინისტრო ჩაერთო
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების: წნისის, საყუნეთისა და მინაძეს კუთვნილ სახნავ-სათეს ფართობებს წლებია თავდაცვის სამინისტრო წვრთნებისთვის იყენებს.

მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე მიწებს წლების განმავლობაში არ ამუშავებდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც „სამეურნეო ბარათები” დარიგდა, ფართობის დათესვა გადაწყვიტეს. ნაკვეთების დაბრუნების მოთხოვნით ადგილობრივებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართეს.

გამგეობამ საკითხის შესასწავლად ჯერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართა. მოგვიანებით კი საქმეში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართვა გადაწყვიტა.

„ამ ეტაპზე დოკუმენტაცია მზადდება. უახლოეს მომავალში გადავცემთ სამინისტროს“, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ბლიაძე.

მისი თქმით, საკითხის შესწავლა თავდაცვის სამინისტრომ მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და ჯერ არ დასრულებულა.

შეგახსენებთ, 2011 წლიდან თავდაცვის სამინსტრო ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების წნისის, საყუნეთისა და მინაძის მიწის ნაკვეთებს ორფოლოს პოლიგონისთვის იყენებს. მოსახლეობა კუთვნილი მიწების დაბრუნებას ან სანაცვლოდ კომპენსაციას ითხოვს.

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თავდაცვის სამინისტრო ორფოლოს პოლიგონის თემაზე ინფორმაციის მოსაძიებლად დროს ითხოვს
წნისელები თავდაცვის სამინისტროს მიწის ნაკვეთების მითვისებაში ადანაშაულებენ
თავდაცვის სამინისტრო ორფოლოს პოლიგონის საკითხს იკვლევს
ორფოლოში მომხდარზე თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ორფოლოს პოლიგონის სადავო მიწა
ორფოლოს პოლიგონზე ჯარისკაცი გარდაიცვალა
სოფლის მეურნეობის სამინისტრო სასოფლო ბარათების გარეშე დარჩენილთა სიებს ითხოვს