FM97.5 / LIVE

სასაფლაოს ღობეების ქურდობის ფაქტზე ახალციხეში მამაკაცი დააკავეს

მთავარისიახლე, სამართალი 05.05.2018
ახალციხეში, სოფელ ტატანისში, სასაფლაოებზე ღობეებისა და კარების ქურდობისთვის 27 წლის მამაკაცი დააკავეს.

სასაფლაოს ღობეების ქურდობის ფაქტზე ახალციხეში მამაკაცი დააკავეს

სოფელ ტატანისში მერის წარმომადგენლის ბორის შუბითიძის თქმით, სასაფლაოზე მოხსნილი ღობეები და კარები ადგილობრივებმა შენიშნეს.

„დაახლოებით, ხუთ დღის წინ სოფლის სასაფლაოზე ერთ–ერთი გარდაცვლილის საფლავს აკეთებდნენ, მაშინ ნახეს რომ სასაფლაოების ნაწილს კარები აღარ ჰქონდა და პოლიციას შეატყობინეს“, – ამბობს შუბითიძე.

შეტყობინებიდან რამდენიმე დღეში, ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული გ.კ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

როგროც ბორის შუბითიძე ამბობს, ქურდობაშ ბრალდებული მეზობელ სოფელში, სვირში სტუმრად იყო ჩამოსული.

გ.კ–ს ბრალი შვიდი საფლავის კარის, ალუმინის ღობეების მოპარვისთვის ედება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მათ ნაქურდალი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით დაიწყეს, რაც ქურდობას გულისხმობს და სამი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდაში ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ახალქალაქში ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
სპილენძის სადენის ქურდობის ბრალდებით, ნინოწმინდაში 1 პირი დააკავეს, 2 კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს
ახალქალაქში ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
ნინოწმინდაში სპილენძის სადენების ქურდობისათვის  სამი პირი დააკავეს
შსს-მ სამცხე–ჯავახეთში ქურდობის ბრალდებით 6 პირი დააკავა
შსს-მ ასპინძაში სამი პირი დააკავა