FM97.5 / LIVE

სოფიო შევჩენკომ ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა

მთავარისამართალი 23.04.2018
რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულმა სოფიო შევჩენკომ, რომელიც სამსახურში აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

სოფიო შევჩენკომ ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა
თბილისის სააპელაციო სასამართლოში სოფიო შევჩენკომ სარჩელი უკვე შეიტანა. მისი მოთხოვნა, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობაა.რომლის მიხედვითაც, შევჩენკოს სარჩელი სამსახურში აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაუკმაყოფილა.

„ამასთან ერთად, იგივეა ჩემი სასარჩელო მოთხოვნა, აღმადგინონ სამსახურში და ამინაზღაურონ განაცდური“,–ამბობს სოფიო შევჩენკო.

შეგახსენებთ, რომ შევჩენკო უკვე მესამე გათავისუფლებული თანამშრომელია ახალციხის თვითმმართველობაში, რომელმაც სასამართლოში იჩივლა.

ახალციხის საკრებულოს, მობილობის წესის დარღვევას ედავებოდა ორი ყოფილი თანამშრომელი: ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი, რომლებმაც საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში მოიგეს. სასამართლომ საკრებულოს მათი სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება დაავალა, თუმცა, საკრებულომ საქმე გაასაჩივრა და დავა ახლა სააპელაციოში გრძელდება.

სოფიო შევჩენკოს კი ახალციხის რაიონულმა სასამართლო სარჩელი არ დაუკმაყოფილა, რაც იმით ახსნა, რომ მერიაში შტატები შემცირდა და მას, თანამშრომლების შემცირებაც მოყვებოდა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფიო შევჩენკოს სარჩელს სააპელაციო სასამართლო განიხილავს
ყოფილმა თანამშრომელმა ახალციხის მერიის  წინააღმდეგ საქმე წააგო
ახალციხის მერიას გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლოში უჩივლა
სასამართლომ ახალციხის მერიის წინააღმდეგ ყოფილი თანამშრომლის დავის განხილვა დაიწყო
ახალციხის საკრებულოს სარჩელს  სააპელაციო სასამართლო  განიხილავს
ადიგენის გამგეობამ გამგებლის  მოადგილის საქმე სააპელაციოში გაასაჩივრა
ახალციხის საკრებულომ ყოფილი თანამშრომლების საქმე უზენაესში გაასაჩივრა