FM97.5 / LIVE

რა ფართობი მოიხნა ბარათებით ახალციხეში

მთავარიეკონომიკა 12.06.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოფლებში საგაზაფხულო ბარათებით დახნული მიწის ფართობების რაოდენობა შეაჯამა.

რა ფართობი მოიხნა ბარათებით ახალციხეში
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების რწმუნებულებმა გამგეობას დამუშავებული მიწის ფართობებისა და დათესილი კულტურების შესახებ მონაცემები წარუდგინეს.

სპეციალურ ბართებში რწმუნებულებს ის მონაცემები უნდა შეეტანათ თუ რა ფართობი დაიხნა გასულ წელთან შედარებით წელს მათ სოფლებში და დამუშავებულ მიწაზე ძირითადად რომელი კულტურები დაითესა.

მათ აღნიშნული დავალების შესასრულებლად 10 დღე ჰქონდათ.

”ბართები უკვე ჩამოვიტანეთ. მოსახლეობამ წელს დიდი ხნის დაუმუშავებელი მიწებიც დაამუშავა”,- ამბობენ რწმუნებულები.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის ინფორმაციით ახალციხის მუნიციპალიტეტში წელს 4 335 ჰექტარი მიწის ფართობი დამუშავდა. აქედან 509 ჰექტარი ბარათების მეშვეობით დაიხნა.

გლეხებმა როგორც წინა წლებში ისე წელსაც ძირითადად კარტოფილის, სიმინდის, ქერის და ხორბალის დათესვა ამჯობინეს. ყველაზე მეტი მაინც კარტოფილი დაითესა.

’’ახალციხის მუნიციპალიტეტში წელს კარტოფილი 2 067 ჰექტარზე დაითესა. რაც შეეხება დანარჩენ კულტურებს მოსახლეობამ ცოტ-ცოტა ყველაფერი დათესა”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე სოფლის მეურნეობის დარგში აშოტ მანასიანი.

მისი განცხადებით დამუშავებული მიწების რაოდენობა სოფლის მეურნეობის ვაუჩერმა გაზარდა: ”მოსახლეობამ ვაუჩერის მეშვეობით წლობით მიტოვებული მიწები დახნა. გლეხებს საშუალება ჰქონდათ, რომ ვაუჩერით სათესლე მასალა და შესაწამლი პრეპარატებიც ეყიდათ”.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურში აცხადებენ, რომ სოფლის-მეურეობის ბარათებმა გაამართლა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘გასულ წელთან შედარებით, სამცხე-ჯავახეთში 1 721 ჰექტარით მეტი დაითესა’ - სამმართველო
რა შეცვალა  საგაზაფხულო ბარათებმა სამცხე-ჯავახეთში 2013 წელს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო სასოფლო ბარათების გარეშე დარჩენილთა სიებს ითხოვს
ახალციხეში ხვნის ბარათებით წელს 300 ფერმერით მეტი  ისარგებლებს
მიწების დასარეგისტრირებლად ვადა გახანგრძლივდა
ახალციხეში ხვნის ბარათების დარიგება დაიწყო
ვაუჩერების მორიგი აქცია