FM97.5 / LIVE

რა შეცვალა საგაზაფხულო ბარათებმა სამცხე-ჯავახეთში 2013 წელს

მთავარიეკონომიკა 14.02.2014
როგორ აისახა საგაზაფხულო ბარათები მიღებული მოსავლის რაოდენობაზე სამცხე-ჯავახეთში და რამდენად უწყობს ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას „საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“;

რა შეცვალა  საგაზაფხულო ბარათებმა სამცხე-ჯავახეთში 2013 წელს
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიაში მცხოვრებმა მზია კობახიძემ 2013 წელს 2012 წელთან შედარებით კარტოფილის მეტი მოსავალი მიიღო. ეს იმიტომ, რომ თუ 2012 წელს კარტოფილი 1000 კვადრატულ მეტრზე ეთესა, 2013 წელს, საგაზაფხულო ბარათის დახმარებით, 5000-ზე დათესა. როგორც კობახიძე ამბობს, თუ ბარათს წელსაც მიიღებს, კვლავ კარტოფილის ფართობის რაოდენობას გაზრდის. იგი წელს კარტოფილის დათესვას 8000 კვადრატულ მეტრზე გეგმავს.

2012 წელთან შედარებით, 2013 წელს, საგაზაფხულო ბარათის მიღების შემდეგ, კარტოფილის ნათესის ფართობი გაზარდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში მცხოვრებმა ეკატერინე კაკოშვილმაც. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მან 1500 კვადრატული მეტრის ნაცვლად კარტოფილის მოყვანა გაორმაგებულ ფართობზე სცადა, მოსავალი მაინც ნაკლები მიიღო.

„4 ტონა ყოველთვის მოგვყავდა, მაგრამ შარშან 3 ტონაც არ მოვიდა. ცუდი ამინდები იყო და იმიტომ. თან, ყველაფერთან ერთად, კარტოფილი წამალამაც გაგვიფუჭა“, - ამბობს ეკატერინე და ისიც, მზია კობახიძის მსგავსად, წელსაც საგაზაფხულო ბარათის მიღების შემთხვევაში, კარტოფილის ფართობის გაზრდას გეგმავს.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, 2012 წელთან შედარებით, 2013 წელს, რეგიონში თითქმის ყველა ერთწლიანი კულტურის საჰექტარო მოსავლიანობა გაზრდილია. მაგალითად 2012 წელს რეგიონში ხორბალი 1 ჰექტარზე 1, 68 მოვიდა, 2013 წელს - 3, 37; კარტოფილი 2012 წელს - 14,79 მიიღეს, 2013 წელს კი - 15, 37;

გამონაკლისს სიმინდისა და კომბოსოტოს მოსავლიანობის მაჩვენებლები წარმოადგენს. თუ 2012 წელს სიმინდის მოსავალი 3,06 იყო, 2013 წელს მისმა რაოდენობამ 2, 66 შეადგინა; რაც შეეხება კომბოსტოს, 2012 წელს 50,51 მოვიდა, 2013 წელს კი 49,94 ;

დაახლოებით თანაბარია ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების საჰექტარო მოსავლიანობის მაჩვენებელი. 2012 წელს ერთწლიანი ბალახების საჰექტარო მოსავლიანობა 1,63 იყო, 2013 წელს - 1, 22; მრავალწლიანი ბალახების მოსავლის რაოდენობამ 2012 წელს 2, 61 შეადგინა, 2013 წელს კი 2, 57;

2013 წელს მიღებული მოსავლის რაოდენობით კმაყოფილია ახალციხის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტი ალექსი კოსტანიშვილი: „კარგი მოსავალი მივიღეთ ჩვენს მუნიციპალიტეტში“.

საგაზაფხულო ბარათებით დამუშავებული ფართობის რაოდენობაზე აკეთებს აქცენტს სამხარეო ადმინისტრაციის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილე ზვიად ყურმაშვილი: „მოსავალი მეტი მოვიდა თუ ნაკლები არ ვიცი, მაგრამ ის, რომ შედარებით მეტი ფართობი მოიხნა რეგიონში და წლობით კორდებად ქცეული ადგილები დახნეს, ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია“.

ამიტომ ყურმაშვილიცა და კოსტანიშვილიც „საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ გაგრძელებას მიმდინარე წელსაც გამართლებულად მიიჩნევენ. თუმცა, საპირისპიროს ფიქრობენ რეგიონში მოქმედი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები;

„ბარათებმა მოსავლის რაოდენობა გარკვეულწილად გაზარდა, მაგრამ ეს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას ვერ წაადგება. შარშან ბარათები გაზაფხულზე დარიგდა, ასე აპირებენ წელსაც, მაშინ, როცა მიწა შემოდგომით თუ არ დახანი, გაზაფხულზე მოხნულზე არაფერი მოვა“, - ამბობს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოცაცია „ელკანას“ კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთში მურადი გოგოლაძე.

მას მიაჩნია, რომ მთავრობამ სოფლის მეურნეობის განსავითარებლად მიდგომები უნდა შეცვალოს: „ინფრასტრუქტურის განვითარებაა საჭირო, წყალსაქაჩების მოწყობა, მეტი ტექნიკის მობილიზება. თუ ასე არ იფიქრებენ, მაშინ არაფერი გამოვა“.

ირიგაციის სისტემის მოწყობაზე აკეთებს აქცენტს ახალციხის სასოფლო საკონსულტაციო სამსახურის აგრო-კონსულტანტი ზურა სადათიერაშვილიც: „ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ამ თანხას მთლიანად ირიგაციის მოსაწყობად დავხარჯავდი“.

იგი მიიჩნევს, რომ „საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ რეალურად „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირების შესრულებაა და არა სოფლის მერუნეობის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი: „იმიტომ დაიწყო ამ პროექტის განხორციელება, რომ ეს საარჩევნო დაპირება იყო. სამუშაო ადგილები ვერ შექმნეს და რაღაც უნდა გაეკეთებინათ“.

პროექტის წარმატება მიღებული მოსავლის რაოდენობით რომ განისაზღვრება, ამაზე არავინ დავობს. 2013 წელს რეგიონში მიღებული მოსავლის რაოდენობა 2012 წელთან შედარებით რომ გაზრდილია, ამასაც მიესალმებიან. გლეხების დაფინანსება რომ კარგია, მურადი გოგოლაძე ამასაც ეთანხმება, „რადგან ეს რაღაცაში მაინც წაადგება ფერმერებს“. თუმცა, მისი თქმით, სურათი კვლავ უცვლელი დარჩება. მიზეზი მარტივია, ბარათებს წელსაც შარშანდელივით გაზაფხულზე არიგებენ, მაშინ როცა მიწა შემოდგომით უნდა მოიხნას.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა ფართობი მოიხნა ბარათებით ახალციხეში
რის მიხედვით არჩევენ ფერმერები რა დათესონ
ფერმერები საგაზაფხულო სამუშაოების პროექტის ხარვეზებზე საუბრობენ
ახალციხეში ხვნის ბარათებით წელს 300 ფერმერით მეტი  ისარგებლებს
შსს: 2013 წელს სამცხე-ჯავახეთში დანაშაულმა 24,6%-ით მოიმატა
მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი 2016 წელსაც გაგრძელდება
ადიგენში საგაზაფხულო ბარათების 90 პროცენტი უკან ბრუნდება