FM97.5 / LIVE

"მშვიდობა ომზე მეტია" - ახალციხეში არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობის აქცია გაიმართება

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.03.2018
დღეს, 4 მარტს თბილისში "შვიდობა ომზე მეტია" - არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე გაიმართება. აქციას 12 ქალაქი, მათ შორის ახალციხეც შეუერთდება.

"მშვიდობა ომზე მეტია" - ახალციხეში არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობის აქცია გაიმართება
საპროტესტო აქცია ყველა ქალაქში 18:30 საათზე დაიწყება. ახალციხეში ანტიოკუპაციური აქცია მესხეთის დრამატული თეატრის წინ გაიმართება.

"ამ აქციის ორგანიზების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია არცერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას, არც არასამთავრობო ორგანიზაციებს. ეს არის თავიდან ბოლომდე სამოქალაქო ინიციატივა. პროტესტის მთავარი მიზანი ის არის რაც დატრიალდა ტატუნაშვილის და მისი თანამებრძოლების თავს. რუსეთი დღემდე ახორციელებს ოკუპაციას საქართველოზე", – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

დღევანდელ აქციას უერთდება: ბათუმი, ოზურგეთი ფოთი,სენაკი, ზუგდიდი, ქუთაისი,ზესტაფონი, ჭიათურა, გორი, ახალციხე, თელავი და ხულო. აღნიშნულ ქალაქებში აქციების ორგანიზატორები ადგილობრივი თეატრების წარმომადგენლები არიან.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. გარდაცვლილის ცხედარი ამ დრომდე არ გადმოუციათ ოჯახისთვის.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების განმარტებით, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

ოჯახის წევრების აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმი გადმოსვენებას განგებ აყოვნებს, რათა რეალური ექსპერტიზის ჩატარება და სიკვდილის მიზეზების დადგენა შეუძლებელი გახდეს.

ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში ჩაერთო საქართველოს საპარტიარქოც.

ტატუნაშვილი წარსულში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'მშვიდობა ომზე მეტია' – აქცია ახალციხეში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ  [Photos]
ივლიტაში არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის საღამო მოეწყო
ივლიტაში სპორტული მოედანი არჩილ ტატუნაშვილის სახელობის იქნება
აქციის ორგანიზატორები: ‘აქციაზე პოლიტიკოსებს მიკროფონს გავუთიშავთ’
ახალციხეში სოლიდარობის აქცია გაიმართება
‘ტატუნაშვილის დედულეთში სირცხვილია ამ ქალის გვერდით დგომა’  – ენმ ზურაბიშვილზე
დღეს ახალციხეში "მაკულიტერატურის" აქცია აღარ გაიმართება