FM97.5 / LIVE

ლევან ლიპარტია: ბორჯომში არა ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 03.10.2017
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია ახალდაბის მოსახლეობას შეხვდა.

ლევან ლიპარტია: ბორჯომში არა ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება [R]

შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა ბესარიონ ფოფხაძემ ადგილობრივებს ახალდაბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩადუნელი და პარტიული სიის წარმომადგენელი მარინა ლომიძე წარუდგინა.

მერობის კანდიდატმა ახალდაბელებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის დასაქმების უზრუნველსაყოფად, სოფლის მეურნეობისა და მეწარმეების მხარდამჭერი პროგრამები განხორციელდება. გაგრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტების სახელმწიფო პროგრამა. ბორჯომის მუნიციპალიტეტში არა ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, ჯანდაცვის მომსახურების გასაზრდელად და სოციალური დახმარების სისტემის დასახვეწად, სპეციალური ღონისძიებები გატარდება“, - განაცხადა ლევან ლიპარტიამ.

ახალდაბელებთან შეხვედრას ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძეც ესწრებოდა. მან ახალდაბელებს ლევან ლიპარტიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ლევან ლიპარტია: ბორჯომში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება [R]
ლევან ლიპარტია მიტარბის გზის რეაბილიტაციაზე და დიდველზე პარკინგის გაფართოებაზე [R]
ლევან ლიპარტია: ვაპირებ, განვახორციელო ყველა ის პროექტი, რაც ბორჯომის საკეთილდღეოდ არის მიმართული [R]
ბორჯომის მერობის კანდიდატი ამომრჩეველს შეხვდა [R]
გედევან ფოფხაძე და   გიორგი კოპაძე მოსახლეობას შეხვდნენ[R]
ლევან ლიპარტია: ხმა მივეცი ბორჯომის უკეთეს მომავალს
ლევან ლიპარტია: ბორჯომის მოსახლეობას ეყოლება მერი, რომლის მთავარი ორიენტირი ადამიანი იქნება [R]