FM97.5 / LIVE

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი ხვალიდან იწყება

მთავარისაზოგადოება » განათლება 30.04.2013
1 მაისს დილის 09:00 საათიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მომდევნო ეტაპი დაიწყება. რეგისტრაცია 20 ივნისის ჩათვლით იწარმოებს.

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი ხვალიდან იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციაში პირველკლასელთა რეგისტრაციასთან და ექსტერნის გამოცდებთან დაკავშირებულ განმარტებას აკეთებენ.

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი ხვალიდან დაიწყება. რეგისტრაცია ბავშვის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა სამინისტროს ვებგვერდებზე, ონლაინ რეჟიმში უნდა გაიაროს,ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტები 2013 წლის 21 ივნისიდან 2013 წლის 3 ივლისის ჩათვლით უნდა წარადგინოს.

რეგისტრაციის მესამე ეტაპის ვადად 2013 წლის10 ივლისიდან 2013 წლის18 ივლისის ჩათვლითაა განსაზღვრული. მესამე ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება იმ გამოთავისუფლებულ ადგილებზე, სადაც მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელ საბუთებს განსაზღვრულ ვადებში არ წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციის პირველ ეტაპზე ახალციხის სკოლებში 130 პირველკლასელი დარეგისტრირდა.

რაც შეეხება გამოცდების ექსტერნად ჩაბარების წესს, მხოლოდ იმ მე-12 კლასელებს შეეხებათ, რომელთაც 2012-2013 სასწავლო წლის განმავლობაში კონკრეტული საგნისათვის დათმობილი საათების 30% და მეტი აქვთ გაცდენილი.

ამ კატეგორიიის მოსწავლეებმა რეგისტრაცია 2013 წლის 29 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით შესაბამის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში უნდა გაიარონ. ექსტერნის გამოცდები 2013 წლის 7 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით ჩატარდება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

23 აპრილიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
10 აპრილიდან, დღეიდან, პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
როდის დაიწყება პირველკლასელთა რეგისტრაცია
პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
პირველკლასელთა  ელექტრონული რეგისტრაციის II ეტაპი ხვალ დაიწყება
[sknews.ge]პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება