FM97.5 / LIVE

პარლამენტის 51 წევრს აქვს კავშირი ბიზნესთან და ფლობს წილს სამეწარმეო სუბიექტებში – TI

მთავარისიახლე, პოლიტიკა 19.09.2017
„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ ახალი ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის 51 წევრს აქვს კავშირი ბიზნესთან და ფლობს წილს სამეწარმეო სუბიექტებში.

პარლამენტის 51 წევრს აქვს კავშირი ბიზნესთან და ფლობს წილს სამეწარმეო  სუბიექტებში – TI

„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ ახალი ანგარიში მიუთითებს, რომ პარლამენტის წევრების არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები და მათ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა პრობლემას წარმოადგენს მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც.

ანგარიშის მიხედვით,

• საქართველოს პარლამენტის 51 წევრს აქვს ბიზნესთან კავშირი და შესაბამისად, ფლობს წილს სამეწარმეო სუბიექტებში;

• პარლამენტის 16 წევრს არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები აქვს (14 დეპუტატი უმრავლესობიდან: ლევან ბეჟანიძე, ბიძინა გეგიძე, ლევან კობიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, გია ჟორჟოლიანი, შოთა ხაბარელი, დიმიტრი ხუნდაძე, ედიშერ თოლორაია, დიმიტრი სამხარაძე, გედევან ფოფხაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, მარიამ ჯაში, სოფიო კილაძე; ხოლო 2 დეპუტატი „საქართველოს პატრიოტებიდან”: ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია).


ყველაზე მეტ კომპანიაში ბიზნეს აქტივებს ფლობენ:

• ივლიანე წულაია („ქართული ოცნება”) - 31 კომპანია
• ნინო წილოსანი („ქართული ოცნება”) - 13 კომპანია
• კახაბერ ოქრიაშვილი („ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის”) - 13 კომპანია

სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად; და უშუალოდ იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, განახორციელოს სამეწარმეო სუბიექტის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი.

მიუხედავად ამისა, ანგარიშის მიხედვით,

• პარლამენტის 9 წევრი რეგისტრირებულია დირექტორად - ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად. კერძოდ: ედიშერ თოლორაია („ქართული ოცნება“), დიმიტრი სამხარაძე („ქართული ოცნება“), იოსებ მაკრახიძე(„ქართული ოცნება“), მამუკა მდინარაძე („ქართული ოცნება“), მარიამ ჯაში („ქართული ოცნება“), დავით ჭიჭინაძე („ქართულიოცნება“), დიმიტრი ხუნდაძე („ქართული ოცნება“), მამუკა ჩიქოვანი („ევროპული საქართველო - რეგიონები“), გიორგი ლომია(საქართველოს პატრიოტები).

რაც შეეხება, დეპუტატების ოჯახის წევრთა ბიზნეს ინტერესებს, ანგარიშის თანამად,

• დეპუტატების ოჯახის წევრთა ბიზნესთან კავშირი არის 25 შემთხვევაში;
• არადეკლარირებულია 7 შემთხვევა. (შემდეგი დეპუტატების ოჯახის წევრები: მირიან წიკლაური („ქართული ოცნება“), დიმიტრი მხეიძე („ქართული ოცნება“), ირაკლი ხახუბია („ქართული ოცნება“), ფატი ხალვაში („ქართული ოცნება“) , გიორგი კახიანი („ქართული ოცნება“), ნატო ჩხეიძე (საქართველოს პატრიოტები), ირმა ნადირაშვილი („ევროპული საქართველო -მოძრაობა თავისუფლებისთვის“).

არასრულად დეკლარირებული უძრავი ქონება

• უძრავი ქონების საკუთრება არასრულად არის დეკლარირებული პარლამენტის 16 წევრის შემთხვევაში.
• დეპუტატის ოჯახის წევრის მიერ 4 შემთხვევაში. (შემდეგი დეპუტატების ოჯახის წევრები: რევაზ არველაძე („ქართული ოცნება”), დიმიტრი მხეიძე („ქართული ოცნება - მწვანეები“), ნინო წილოსანი („ქართული ოცნება“), რატი იონათამიშვილი („ქართული ოცნება“).

სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა


მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან (2016 წლის 18 ნოემბერი) 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პარლამენტის სამ წევრთან დაკავშირებულ კომპანიებს აქვთ სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობა მიღებული:

o კახაბერ ოქრიაშვილი (მაჟორიტარი, „ქართული ოცნება”) - შპს „პსპ ფარმა”, „პსპ დაზღვევა”. მოგებული ტენდერებიდან ყველაზე მაღალი ღირებულების ხელშეკრულების ოდენობაა 16,584,494.85 ლარი;

o იოსებ მაკრახიძე (მაჟორიტარი, „ქართული ოცნება”) - შპს “იბოლია”. ყველაზე მაღალი ღირებულების ხელშეკრულების ოდენობაა 2,250,440.00 ლარი

o გოჩა ენუქიძე (მაჟორიტარი, „ქართული ოცნება”) - შპს “იბერკომპანი”. ყველაზე მაღალი ღირებულების ხელშკრულების ოდენობაა 12,022.50 ლარი

კომპანიებიდან მიღებული შემოსავლები

შევსებული დეკლარაციების მიხედვით ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი შემოსავალი სამეწარმეო საქმიანობიდანმიღებული აქვთ:

• კახაბერ ოქრიაშვილს („ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის”) - 17,429,052.00 ლარი
• გრიგოლ მიქელაძეს („ქართული ოცნება”) - 1,185,000.00
• ელგუჯა გოცირიძეს („ქართული ოცნება - მრეწველები”) - 1,011,839.00 ლარი.

ანგარიშის მიხედვით, პარლამენტის წევრთა არადეკლარირებული სამეწარმეო საქმიანობისა და ქონების, ასევე მათი ბიზნესთან კავშირის შესახებ ანგარიში ეყრდნობა პარლამენტის წევრთა მიერ შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციასა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ ბიზნესისა და უძრავი ქონების რეესტრის მონაცემებს, ასევე პარლამენტიდან მიღებულ ინფორმაციას.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

# 37 ახალციხის საარჩევნო ოლქი [განახლებადი]
'ქართული ოცნება' მაჟორიტარი  კანდიდატების დასახელებას განაგრძობს [R]
'ქართული ოცნება' მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 20 ივლისს დაასახელებს
‘ნაციონალური მოძრაობა რომ დამთავრდეს, ამისთვის უნდა დამთავრდეს ქართული ოცნება’ - ფოფხაძე
მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატების სრული სია
არჩევნების შედეგები – ნინოწმინდა [სრული]
ბორჯომის საკრებულოში 13–დან  ექვსი  ოპოზიციონერი  მაჟორიტარი იქნება