FM97.5 / LIVE

”ტრანსპორტელი” საკრებულოსგან ფართის დაბრუნებას ითხოვს

მთავარისამართალი 18.04.2013
შპს ”ტრანსპორტელი” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქალაქის ცენტრში, ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის მიმდებარედ, 150 კვადრატულ მეტრ ფართს ედავება.

”ტრანსპორტელი”  საკრებულოსგან ფართის დაბრუნებას ითხოვს
კომპანიის საჩივარი დღეს საკრებულოს სხდომაზე განიხილეს.

”საჩივარი ეხებოდა შპს ”ტრანსპორტელის” საკუთრებაში არსებული 150 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის კვლავ დაბრუნებას, ეს ფართი ახალი აშენებული ბიბლიოთეკის მიმდებარედაა. ეს უნდა ყოფილიყო შუალედური პუნქტი ავტობუსების გაჩერებისთვის”, - განმარტვას შპს ”ტრანსპორტელის” დამფუძნებელი გიორგი ჩიხლაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურისტის ირინა ყურმაშვილის განმარტებით, არსებობს ”ქალაქ ახალციხის მერიის დადგენილება”, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნულ შპს-ს რუსთაველის ქუჩაზე 150 კვადრატული მეტრის ფართი გადაეცა, თუმცა, კონკრეტულად რომელი ნომერია მათ საკუთრებაში, დადგენილებაში მითითებული არაა.

შპს ”ტრანსპორტელს” აღნიშნული ფართი გარკვეული მიმართულებით მოძრავი ავტობუსების გაჩერებისთვის უნდა გამოეყენებინა.

”კი გადაეცა სარგებლობის უფლებით, მაგრამ დადგენილებაში ჩადებული იყო პირობა, რომლის თანახმადაც აღნიშნულ ტერიტორიაზე სალარო უნდა ჩაედგათ”, - განმრტავს ირინა ყურმაშვილი და ამატებს, რომ ვინაიდან აღნიშნულმა კომპანიამ განკარგულებით გათვალისწინებული პირობები ვერ შეასრულა, დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდა, - ამის შემდგომ საქმე სასამართლომდე მივიდა. სასამართლომ გადაწყვეტილება ვერ მიიღო და ჩვენ დაგვავალა, რომ ახალი მტკიცებულებები მოგვეძიებინა და გადაწყვეტილება მიგვეღო”.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით შპს ”ტრანსპორტელს” შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოსადგენად ერთი თვის ვადა მიეცა.

”საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ მფლობელი რაიმე დოკუმენტაციას წარმოგვიდგენს, რომ დადგენილების პირობებს აკმაყოფილებს და შესრულებული აქვს გარკვეული ვალდებულებები, ამ შემთხვევაში საკრებულო იმსჯელებს, გადაუგზავნის გამგეობას და გამგეობა ალტერნატიულ ფართს გამოყოფს”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ ასპანიძე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიამ  ცენტრალურ პარკში ფართი ორი წლით გააქირავა
40 კვ.მ 19–ის ნაცვლად, – ელგუჯა მაზმიშვილს ალტერნატიული ფართი გადასცეს
მაზმიშვილს ფართი უკვე გამოუყეს, თუმცა საქმე მაინც ვერ დასრულდა
საკრებულომ დეპუტატების ანგარიშვალდებულების გაზრდის საკითხს მხარი არ დაუჭირა
საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 217 დევნილ ოჯახს გადაეცემა
რა საკითხები განიხილეს ქალაქის საკრებულოს სხდომაზე
მინაძის ადმინისტრაციულ შენობაში ერთი ოთახი „ჟვანიას სკოლას“ გადაეცა