FM97.5 / LIVE

ახალციხეში წითელას ვირუსზე 100-მდე ბავშვი აიცრება

მთავარი 17.04.2013
ახალციხეში წითელას ვირუსზე 7 წლამდე ასაკის ბავშვები და სამედიცინო დაწესებულების მედ-პერსონალი აიცრება. ვაქცინაცია დაწყებულია და 15 მაისამდე უნდა დასრულდეს.

ახალციხეში წითელას ვირუსზე 100-მდე ბავშვი აიცრება
ააიპ ახალციხის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ფატი ხაბულიანის თქმით, წითელას შემთხვევები მუნიციპალიტეტში არ დაფიქსირებულა, თუმცა იმის გამო, რომ საშიშროება არსებობს, პრევენციის მიზნიტ ვაქცინაცია ტარდება.

შეგახსენებთ, რომ წითელას ვირუსის საგრძნობლად მატების გამო მედიკოსებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ჩატარდეს საყოველთაო სავალდებულო აცრა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში წითელას 1433 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან თითქმის 1043-მდე შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა.

აღნიშნულის მიზეზად 2008 წელს წითელას იმუნიზაციის ჩაშლას ასახელებენ.
გასულ წელს ქვეყანაში წითელას 31 შემთხვევა იყო აღრიცხული. ზოგადად ბოლო წლებში კი წითელას შემთხვევების რაოდენობა 40-60 ერთეულს არ აღემატებოდა.

შემთხვევების მატების გამო დაავადებულებთან კონტაქტში მყოფი 6 თვიდან 30 წლამდე ასაკის პირების, ასევე 1-7 წლამდე პატარების უფასო სავალდებულო ვაქცინაცია მიმდინარეობს.

წითელას დაავადებას ცხელება, მე-4 - მე-5 დღეს კი გამონაყარი ახასიათებს.
წითელას გადატანის ან ვაქცინაციის შემთხვევაში ადამიანს დაავადებაზე მყარი იმუნიტეტი უყალიბდება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში წითელას ვირუსზე აცრები გრძელდება
ბორჯომსა და ასპინძაში წითელას შემთხვევები დაფიქსირდა
ახალციხეში წითელას ორი შემთხვევა დაფიქსირდა
წითელას ეპიდემიის გამო სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლის დაწყება გადაიდო
დაავადებათა კონტროლის ცენტრი: საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა
წითელას აცრის გაკეთება შაბათ–კვირასაც შესაძლებელია
ექიმი გვირჩევს: წითელას იმუნიზაცია [Video]