FM97.5 / LIVE

ომბუდსმენის ანგარიში ფსიქიკური ჯანდაცვის ცენტრებზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.06.2017
ფსიქიკური ჯანდაცვის დაწესებულებათა პრივატიზაციის შესახებ, სახალხო დამცველმა ანგარიში წარმოადგინა. უჩა ნანუაშვილმა საზოგადოებას ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებში ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო.

ომბუდსმენის ანგარიში ფსიქიკური ჯანდაცვის ცენტრებზე

დღეს, 23 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა, საერთაშორისო ორგანიზაციასთან "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი" ერთად საზოგადოებას სპეციალური ანგარიში წარუდგინა, სახელწოდებით "ფსიქიკური ჯანდაცვის დაწესებულებათა პრივატიზაცია საქართველოში შეფასება, დასკვნები და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის".

სპეციალური ანგარიშისთვის ჩატარებული კვლევის პროცესში ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ხელვაჩაურის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის პრივატიზაციის საკითხები და დოკუმენტაცია შეისწავლეს.

როგორც კვლევამ აჩვენა, ბუნდოვანია პრივატიზაციის მიზნები და მისი შედეგები ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული კონცეფციის და ეროვნული სტრატეგიის განხორციელების საქმეში. პრივატიზაციის პროცესი მიმდინარეობს ნაჩქარევად, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გარეშე. ამასთან, არ გამოცხადებულა ღია კონკურსი, წინასწარ არ განსაზღვრულა კვალიფიკაცია ან გამოცდილება, რომელიც მოეთხოვებოდა პოტენციურ ინვესტორს. ინსტიტუციათა პრივატიზაციას არ აქვს ერთიანი ფორმატი და არ იძლევა მკაფიო წარმოდგენას მომსახურების გრძელვადიანი დაგეგმვის და მისი ფინანსური მდგრადობის შესახებ. ინვესტორის ბიზნეს-მოდელი გაურკვეველი რჩება.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პრივატიზაციის პროცესს თან უნდა ახლდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული, განსახორციელებელი სტანდარტები მომსახურების ხარისხთან, პაციენტთა უსაფრთხოებასთან და ადამიანის უფლებების ასპექტებთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის რეკომენდაციაა კვალიფიცირებული პირებისგან შემდგარმა სახელმწიფო მონიტორინგის ორგანომ ჩაატაროს რეგულარული ინსპექციები; შესრულების ხარისხის მაჩვენებლების მონიტორინგი უნდა ხდებოდეს ყველა, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საავადმყოფოში, ერთნაირი სახით და თანაბარ პირობებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს სასამართლო ფსიქიატრიას და იძულებითი მკურნალობის განყოფილებებს, ხოლო მონოპოლიის თავიდან არიდების მიზნით, აუცილებელია მინიმუმ კიდევ ერთი დაწესებულებას გახსნა.
უპირობოდ უნდა მოხდეს კლინიკური პერსონალის პროფესიულ ცოდნისა და უნარების შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მათი კვალიფიკაციის ამაღლება. რეაბილიტაციის პროცესში კი მედიკამენტოზური მკურნალობის პარალელურად საჭიროა პაციენტთა სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა.

გამჭვირვალე უნდა იყოს დაწესებულებების მუშაობის პრინციპები, ასევე ინფორმაცია მფლობელისა და ბიზნეს-გეგმების შესახებ. მიწოდებულმა სერვისებმა სრულად უნდა დააკმაყოფილოს ფინანსური და კლინიკური სტანდარტები.

კვლევის სარეკომენდაციო ნაწილში ხაზგასმულია, რომ პრივატიზაციის პროცესში უნდა ჩამოყალიბდეს მოთხოვნათა დეტალური სია და დაზუსტდეს სანქციები, რომლებიც მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში ამოქმედდება. გარდა ამისა, უნდა შემუშავდეს კონტროლის ადეკვატური ფორმები, მათ შორის საზოგადოებრივი და პაციენტთა საბჭოები, ხოლო პაციენტთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებული იყოს საჩივრების შეტანის მექანიზმი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სახალხო დამცველი: ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს მოვალეობაა
საქართველოში 6 თვეში თავი 207-მა ადამიანმა მოიკლა
ომბუდსმენის რეკომენდაცია სასჯელაღსრულების მინისტრს
სახალხო დამცველმა ეროვნული უმცირესობების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი მოიწვია
სახალხო დამცველი საზოგადოებას ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშს წარუდგენს
ახალქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებს დააფინანსებენ
არჩევნების დღეს სახალხო დამცველის ოფისში ცხელი ხაზი იმუშავებს