FM97.5 / LIVE

მუნიციპალიტეტებმა ნარჩენების მართვის 5- წლიანი გეგმა უნდა შეიმუშავონ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 22.06.2017
გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა,სამცხე–ჯავახეთის ადგილობრივ თვითმმართველობებს ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებები და სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული მიმართულები გააცნეს.

მუნიციპალიტეტებმა  ნარჩენების მართვის 5- წლიანი გეგმა უნდა შეიმუშავონ
შეხვედრა სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დღეს, 22 ივნისს გაიმართა, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომასდგენლებთან ერთად, მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა ესწრებოდა.

სტუმრებმა, სამცხე–ჯავახეთის შვიდივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირს ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალსიწინებული ის ვალდებულებები გააცნეს, რომელიც ევროკავშირთან თანამშრომლობით შემუშავდა და ასოცირების ხელშეკრულება ითვალსიწინებს.

„კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტებს 5-წლიანი გეგმის შედგენის ვალდებულებაა აქვთ და ამაზე მუშაობა მალევე უნდა დაიწყონ. დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ ის უფლებამოსილებები და ვალდებულებები განვიხილეთ, რაც მუნიციპალიტეტებს აკისრიათ", –განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ.

სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა უნდა შეესაბამებოდეს 2016 წლის 1 აპრილის საქართველოს მთავრობის №160 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიასა“ და ,,ნარჩენების მართვის 2016-2020 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმას“.

„ეს ის პროექტია, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ექნება რეგიონისათვის და ჩვენ მას მხარს დავუჭერთ და განხორციელებაში მივიღებთ მონაწილეობას“,– ამბობს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე.

მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების კოდექსით დადგენილ ვადაში, 2017 წლის 31 დეკემბრამდე შემუშავებისა და მისი ეფექტიანად განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტებში სამუშაო ჯგუფები შეიქმნება.

გარემოს დაცვის სამინისტრო მსგავსი სახის შეხვედრებს თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საქართველოს ყველა რეგიონში მართავს.

მუნიციპალიტეტებმა  ნარჩენების მართვის 5- წლიანი გეგმა უნდა შეიმუშავონ

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნარჩენების მართვის უწყებათაშორისი საბჭოს პირველი შეხვედრა
ნარჩენების მართვა – დისკუსია ახალციხეში
სამცხე–ჯავახეთში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 18 ფაქტი გამოვლინდა
საქართველო მყარი ნარჩენების სეპარირება-გადამუშავებაზე გადადის
ახალციხეში ნარჩენების მართვაზე იმსჯელებენ
ქაღალდი, მინა, პლასტმასი და მეტალი – ნარჩენების დახარისხება სავალდებულო ხდება
გარემოს დაბინძურების 289 ფაქტი 17 დღეში