FM97.5 / LIVE

ახალდაბაში გზის ჩაკეტვის შემდეგ გამგეობა პრევენციულ ღონისძიებებზე მუშაობს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 12.06.2017
ბორჯომის გამგეობა, ახალდაბაში ძლიერი წვიმის შედეგად, ცენტრალური გზის გადაკეტვის შემდეგ, ნაღვარევის ღელეზე პრევენციული ღონისძიებების გატარებას გეგმავს.

ახალდაბაში გზის ჩაკეტვის შემდეგ გამგეობა პრევენციულ ღონისძიებებზე მუშაობს
ახალდაბაში, ძლიერი წვიმის შედეგად ახალციხე–თბილისის ცენტრალური მაგისტრალის ჩაკეტვა ნაღვარევის ღელის დაგუბებამ გამოიწვია. ღელეს მოყოლილმა ქვა–ღორღმა და მორებმა წყალი აღარ გაატარა და გზის სავალ ნაწილზე გადავიდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ნაღვარევის ღელეზე პრევენციული ღონისძიებების გატარების გეგმაზე მუშაობენ.

„სწავლობენ იმ ადგილს იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი რამ აღარ განმეორდეს და ღელე აღარ დაგუბდეს“, – აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

რაც შეეხება გზის რეაბილიტაციას, გამგეობაში ამბობენ რომ ეს საგზაო დეპარტამენტის პრეროგატივაა: „ადგილობრივების მხრიდან კი სტიქიის გამო რაიმე განცხადება არ შემოსულა“.

შეგახსენებთ, რომ 10 ივნისს საღამოს დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ახალციხე–თბილისის ცენტრალური მაგისტრალი ჩაკეტილი იყო. გზაზე მოსული ღვარცოფის გამო გადაადგილება შეუიძლებელი იყო.

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალდაბაში, ახალციხე–თბილისის ცენტრალური მაგისტრალი ჩაიკეტა[Video]
ახალდაბაში,  ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა
აწყურში ცენტრალური მაგისტრალი გადაიკეტა [Photo]
ხევიდან ჩამოსულმა ქვა–ღორღმა ახალციხე–ახალქალაქის ცენტრალური მაგისტრალი ჩაკეტა [Photo]
ნინოწმინდაში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა
სტიქიამ ბორჯომი 1 მლნ ლარით აზარალა
ჩაკეტილი ცენტრალური გზა და ნიაღვარი ქუჩაში - სტიქია აწყურში [Photo]