FM97.5 / LIVE

დღეს ახალციხეში სავალდებულო გენდერული კვოტების მოთხოვნით ხელმოწერები შეგროვდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.06.2017
დღეს, 6 ივნისს, 15:00 საათზე, ახალციხეში, სავალდებულო გენდერული კვოტების მოთხოვნით ხელმოწერები შეგროვდება.

დღეს ახალციხეში სავალდებულო გენდერული კვოტების მოთხოვნით ხელმოწერები შეგროვდება

პარლამენტში გენდერული კვოტირების საკანონმდებლო ინიციატივის წარსადგენად 30 000 ხელმოწერაა საჭირო. ხელმოწერები ინტენსიურად გროვდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. დღეს კი ინიციატივის მხარდაჭერა საკუთარი ხელმოწერით, ახალციხეში იქნება შესაძლებელი, სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოების ოფისში, მისამართზე: მ.კოსტავას ქ.N 109.

გენდერული კვოტირების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებას, რომლის მიხედვითაც, პარტიები და საარჩევნო ბლოკები ვალდებულნი იქნებიან საარჩევნო სია გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვით დააკომპლექტონ და სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. იმ შემთხვევაში კი, თუ არჩეული წევრს რაიმე მიზეზით შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება, მაშინ დეპუტატის მანდატს იმავე სქესის, რიგით მომდევნო კანდიდატი მიიღებს.


საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას მხარს უჭერს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი (Task Force), რომლის შემადგენლობაშიც შედიან ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები.

ხელმოწერების შეგროვებას და საკანონმდებლო ინიციატივის დარეგისტრირების ადმინისტრირებასა და კოორდინირებას “ქართველ და გერმანელ ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი“ ახორციელებს.

ხელმოწერების შეგროვება მთელი საქართველოს მასშტაბით 12 ივნისამდე გაგრძელდება და ნებისმიერ მსურველს შეეძლება გახდეს საკანონმდებლო ინიციატივის მხარდამჭერი.

* კითხვებისთვის დაუკავშირდით:
593 92 64 29 – ახალციხის გენდერის მედიაცენტრი;
571 54 83 44 – სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოება


[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა წერილი მიიღო დღეს პარლამენტის ყველა დეპუტატმა
ადამიანის უფლებათა კომიტეტმა კვოტირების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
არასამთავრობოები: კვოტირების უარყოფა ეწინააღმდეგება საერთაშორისო ვალდებულებებს
ქალი პოლიტიკოსებისა და სტუდენტების დისკუსია სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში
ახალციხის გენდერის მედიაცენტრში 'გენდერული საუბრები' გაიმართება
საინფორმაციო აქცია ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის მხარდასაჭერად
ომბუდსმენი: ქალების პოლიტიკაში ჩართულობა კვლავ გამოწვევად რჩება