FM97.5 / LIVE

დავა ქონებაზე და რისკის ქვეშ დაყენებული პაციენტების სიცოცხლე

მთავარი 26.03.2013
ახალციხის საავადმყოფოში კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი არ მუშობს, რომელიც მათ გამგეობამ იჯარით გადასცა. ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება და საავადმყოფოს ხელმძღვანელობა გაარკვევენ, ვინ უნდა შეაკეთოს აპარატი, მის ამუშავებას ათობით პაციენტი ელოდება.

დავა ქონებაზე და რისკის ქვეშ დაყენებული პაციენტების სიცოცხლე

კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი, თოდუას კლინიკის ხელმძღვანელობამ, 2012 წლის მარტში ახალციხის მუნიციპალიტეტს აჩუქა. გამგეობამ კი ძვირადღირებული აპარატი იჯარით ყოფილ სს ”ახალციხის რაიონულ საავადმყოფოს” გადასცა. ტომოგრაფიის აპარატი, სამედიცინო დაწესებულებაში დარჩა მას შემდეგაც, რაც საავადმყოფო სადაზღვეო კომპანია ”ალდაგი ბისიაის” შვილობილი კომპანიის ”ჩემი ოჯახის კლინიკის” მფლობელობაში გადავიდა.

სამედცინო კლინიკის ყოფილი ხელმძღვანელი დავით მაისურაძე განმარტავს, რომ საავადმყოფოსა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტომოგრაფიის აპარატის დამონტაჟებისა და ტრანსპორტირების ხარჯი, რომელიც დაახლოებით 22,000 ლარს შედგენდა, ”ახალციხის რაიონულმა საავადმყოფომ” დაფარა.

აპარატთან მუშაობა ექიმმა-რადიოლოგმა, მერი ხაბეიშვილმა დაიწყო, რომელმაც ამისთვის თოდუას სამედიცინო კლინიკაში 6-თვიანი გადასამზადებული კურსი გაიარა.

ტომოგრაფიის აპარატმა გამართულად დაახლოები ცხრა თვის განმავლობაში იმუშავა. ამ პერიოდში აპარატით 238-მა პაციენტმა ისარგებლა. 24 ნოემბერს აპარატი მწყობრიდან გამოვიდა.

- ”მას შემდეგ, რაც აპარატი დაიწვა და დადგა მისი შეკეთების საკითხი, აღმოჩნდა, რომ აპარატი არ არის საავადმყოფოს ბალანსზე, შესაბამისად ვერ აღმოჩნდა ”ალდაგის” ხელში, ამიტომ, წავაწყდით სირთულეებს”,- ამბობს ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილმა, რომელიც ამავე დროს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია, რამდენჯერმე მიმართა მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ბესიკ ხითარიშვილს და მის მოადგილეს ავთანდილ თელიაშვილს, აპარატის სამედიცინო დაწესებულებისთვის გადაცემის მიზნით.

- ”რამდენჯერმე ავუხსენი, რომ აპარატი რაიონს იმ დანიშნულებით გადმოსცეს, რომ იყოს სამედიცინო დაწესებულებში და ემსახუროს ხალხს, მაგრამ ვერანაირად გამოინახა გზა. მუნიციპალიტეტს არ სურს აპარატის საავადმყოფოზე გადაცემა”,- ამბობს ხაბეიშვილი.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ ტომოგრაფიის აპარატი მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადაეცა და იურიდიულად მისი გაჩუქების ან გასხვისების უფლება არ აქვთ.

- ”საავადმყოფომ წამოგვიყენა ულტიმატუმი, თუ საკუთრებაში გადმოგვცემთ, მაშინ გავარემონტებთო. საკუთრებაში გადაცემის სამართლებრივი საფუძველი არ გვაქვს, ეს არის ძალიან ძვირადღირებული ქონება, რომელიც საზოგადოების საკუთრებას წარმოადგენს და იურიუდიულად უფლება არ გვაქვს, რომ კერძო სტრუქტურას საკუთრებაში გადავცეთ”, - განმარტავს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ავთანდილ თელიაშვილი და ამატებს, რომ დაზიანებული აპარატის შეკეთება საავადმყოფომ უნდა უზრუნველყოს,- ”სამართლებრივად, ვინც ექსპლუატაციას უწევს და ვინც გააფუჭა, ვალდებულია გააკეთოს, საავადმყოფო ვალდებულია მოიწვიოს სპეციალისტი და განსაზღვროს, რამდენია საჭირო მის შესაკეთებლად, მაგრამ ამის გაკეთებაც კი არ უნდათ”.

”უნიმედი სამცხეს” სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი ვლადიმერ გელაშვილი ამბობს, რომ დაზიანებული აპარატის შეკეთებისთვის თანხა რომ გამოყოს სამედიცინო დაწესებულებამ, კანონიერი ფორმით უნდა ფლობდეს აღნიშნულ ქონებას.

- ”აპარატს ტესტირება არ აქვს ჩატარებული და არ ვიცით რა აქვს დაზიანებული, არის სახელმწიფო საკუთრება, რომელიც უბრალოდ დგას ამ კლინიკაში, ტესტირება რომ ჩატარდეს და ფული დახარჯოს კომპანიამ, ამას უნდა სამართლებრივი ნორმების წესრიგში მოყვანა. გამგეობის ქონებაზე რომ თანხა დახარჯოს, კანონიერი ფორმით უნდა ფლობდეს ამ ქონებას, სხვაგვარად არის უკონონობა და ჩვენ მისი შეკეთება არ შეგვიძლია”,- განმარტავს გელაშვილი.

მუნიციპალიტეტის გამგეობა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობას საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებას და დაზიანებული აპარატურის შეკეთებაში წილობრივი მონაწილეობის მიღებას სთავაზობს.

- ”მოიჯარეები არიან და თვითონ უნდა გაარემოტონ. შემოსავალს ჩვენ არ ღებულობთ, ჩვენი ერთადერთი ინტერსია აპარატი საზოგადოებას მოახმარონ. ახლა გვეუბნებიან საკუთრებაში გადმოგვეცითო. ამ შემთხვევაში, მინიმუმ ვინც მოაწერს ხელს, იმას დაიჭერენ, საზოგადოებრივ ქონებას კერძო საკუთრებაში ვერ გადაცვემთ, ეს არის მთავარი პრობლემა. არაერთხელ განვუცხადეთ, რომ ძალიან შეღავათიან პირობებში შეგვიძლია საიჯარო წესით გადავცეთ და მოუარონ და გამოიყენონ”,-განმარტავს თელიაშვილი და ამატებს, - ”შევთავაზეთ, ნებისმიერი, მიზერული საიჯარო ხელშეკრულება დავდოთ და თუკი ძალიან ძვირადღირებული იქნება ეს სარემონტო ხარჯები, ვეცდებით წილობრივი მონაწილეობა მუნიციპალიტეტის გამგეობამაც მიიღოს”.

თელიაშვილი სადაო საკითხის შესახებ საუბარს ახალ გამგებელთანაც გეგმავს. რაზე შეთანხმდებიან მხარეები და ვის დაეკისრება დაზიანებული აპარატის შეკეთება, ჯერ-ჯერობით უცნობია. ამასობაში კი ის პაციენტები ზარალდებიან, რომლებსაც დროული დიაგნოსტიკა ესაჭიროებათ.

- ”ტომოგრაფიის გადასაღებად პაციენტები, ჩვენთან რეგიონის მასშტაბით მოდიოდნენ. ტომოგრაფია განსაკუთრებით ეფექტური იყო ინსულტების, ტრამვების შემთხვევებში, ახლა კი გვიწევს პაციენტი თბილისში გავაგზავნოთ. ამ შემთხვევაში იკარგება დრო, თანხა და რაც მთავარია, პაციენტის სიცოცხლე რისკის ქვეშ დგება”,-ამბობს ექიმი-ნერვოპათოლოგი ვალერი ნებაძე.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საავადმყოფო და გამგეობა ტომოგრაფიის აპარატზე დავობენ
ტომოგრაფიის აპარატთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო
აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს ახალი რენდგენის აპარატი აქვს
ერთ წელში ახალციხეში 70 საწოლზე გათვლილი რეფერალური საავადმყოფო იქნება
N32–ე ახალციხის უბანზე ოთახში არ იდგა ქსეროქსის აპარატი
მეტი იჯარა დ ნაკლები აპარატი
‘უნიმედი სამცხეში’ მიზერულ ხელფასსა და მწყობრიდან გამოსულ აპარატურაზე ჩივიან