FM97.5 / LIVE

ადრეული დიაგნოზის შანსი [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 27.04.2017
ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ კლინიკაში საშვილოსნოს ყელის, ძუძუს, სწორი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს გამოკვლევა უფასოდაა შესაძლებელი.

ადრეული დიაგნოზის შანსი [R]

45 წლის პაციენტი ლალი, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, საშვილოსნოს ყელისა და მკერდის გამოკვლევებს იტარებს. ამბობს, რომ საავადმყოფოს პროფილაქტიკის მიზნით მოაკითხა: „მგონია, რომ ნებისმიერი დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა ხელახლა დაბადების ტოლფასია. უბრალოდ, პროფილაქტიკის მიზნით მოვედი. ასეთი შესაძლებლობა აქამდე არ იყო და ამ შანსის დაკარგვა არ მინდოდა“.

შესაძლებლობაში ქალბატონი ლალი სწორედ იმ სახელმწიფო პროგრამებს გულისხმობს, რომელშიც ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი ევექსის ქსელის სხვა კლინიკებთან ერთად 1 მარტიდან ჩაერთო. კლინიკის სამედიცინო მენეჯერი ვასილ ბალახაშვილი გვიხსნის, რომ საუბარია კიბოს სკრინინგზე ოთხი მიმართულებით, – საშვილოსნოს ყელის, ძუძუს, სწორი ნაწლავისა და პროსტატის კიბო.

„ადრეულსტატიაზე გამოვლენილი კიბო განკურნებადია. ამიტომაა ამ პროგრამაში მოსახლეობის ჩართულობა ძალიან მიშვნელოვანი“, – ამბობს ვასილ ბალახაშვილი და ამატებს, რომ ოთხივე მიმართულებით გამოკვლევები უფასოა.

სამედიცინო დაწესებულებაში გვიხსნიან, რომ გამოკვლევები ყოველდღიურად, 10:00–დან 18:00 საათამდეა შესაძლებელი.

ვასილ ბალახაშვილის განმარტებით, თითოეული მიმართულებით განსაზღვრულია პაციენტების ასაკი.

ადრეული დიაგნოზის შანსი [R]უძუს კიბოს შემთხვევაში უფასო გამოკვლევები უტარდებათ 40–დან 70 წლამდე ასაკის პაციენტებს;
ადრეული დიაგნოზის შანსი [R] საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი განკუთვნილია 25–დან 60 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის;
ადრეული დიაგნოზის შანსი [R] პროსტატის კიბოს შემთხვევაში ასაკი განსაზღვრეულია 50–დან 70 წლამდე;
ადრეული დიაგნოზის შანსი [R] სწორი ნაწლავის გამოკვლევა 50–დან 70 წლამდე ასაკის პაციენტები ჩაუტარდებათ.

პროსტატის და სწორი ნაწლავის კიბოს სკრინინგთან დაკავშირებით, მსურველებმა, უნდა მიმართონ, მას შემდეგ, როცა ოჯახის ექიმთან კონსულტაციას გაივლიან. პროსტატის კიბოს სკრინინგის დროს პაციენტმა უნდა გაიკეთოს შესაბამისი გამოკვლევები.

„სისხლში პროსტატის კიბოს სპეციფიური ანტიგენის განსაზღვრა ხდება. ანტიგენის განსაზღვრის ფონზე, თუ დიაგნოსტირდება ეს დაავადება,იწყება მკურნალობა“, – განმარტავს ვასილ ბალახაშვილი.

რაც შეეხება სწორნაწლავის კიბოს, პაციენტმა ე.წ (FOBT) ტესტი უნდა ჩაიტაროს.

„ფარულ სისხლდენაზე სპეციფიური , ე.წ FOBTტესტს ვატარებთ. კოლონოსკოპიის საშუალებით მიმდინარეობს სწორი ნაწლავის დათვალიერება. თუ საეჭვოა, ამ შემთხვევაში ვიღებთ ბიოფსიურ მასალას შემდგომი კვლევისთვის“, – ამბობს ექიმი ვასილ ბალახაშვილი.

ორივე შემთხვევაში, პაციენტები გამოკვლების პასუხს მაქსიმუმ ათი დღის ვადაში იღებენ.

„ექსპრეს მეთოდით იგზავნება თბილისში, თუმცა, შესაძლებელია პასუხი 5 დღის ვადაშიც იყოს“, – ამბობს ექიმი.

საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოზე გამოკვლევებს კლინიკის სამეანო– გინეკოლოგიური განყოფილების გამგე ლალი ლომიძე ატარებს. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი დაწესებულებაში ყოველდღიურადაა შესაძლებელი.

„კეთდება საშვილოსნოს ყელის პაპ– ტესტი, თუ საჭირო იქნება, კოლოპსკოპია და ბიოფსიაც. პაციენტს პასუხები ერთ კვირაში ეცნობება. გვაქვს უახლესი აპარატურა საშვილოსნოს ყელის მოწვისა და მოყინვის , გააჩნია პასუხს. თუ არის ავთვისებიანი წარმონაქმი, პაციენტი ისევ ჩვენი ქსელის კლინიკაში იგზავნება ქუთაისში ან თბილისში“, – განმარტავს ექიმი ლალი ლომიძე.

რაც შეეხება მკერდის კიბოს სკრინინგს, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, აქვს ხელშეკრულება ახალციხეში მდებარე დიაგნოსტიკურ ცენტრთან ვიტ მედთან სადაც ასევე უფასოდ ხდება ძუძუს კიბოს სკრინინგი, როგორც მამოგრაფიული კვლევა ასევე მამოგრაფის კონსულტაცია.

„ძუძუს კიბო პირველ ადგილზე დგას, ხოლო საშვილოსნოს ყელის კიბო – მეორე. ადრეული დიაგნოსტიკა ადრეულ სტადიებში იძლევა სრული განკურნების საშუალებას“, – ამბობს ლალი ლომიძე.

გინეკოლოგი ქალებს ურჩევს, ე.წ პაპ–ტესტი სამ წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტარონ, წელიწადში ერთხელ კი აუცილებლად ესტუმრონ გინეკოლოგს.

სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებლებს შეუძლიათ ექიმთან ვიზიტი წინასწარ დაჯავშნონ. მათ უნდა დარეკონ ნომერზე: (0 322) 55 05 05.


ადრეული დიაგნოზის შანსი [R]
„კიბოს პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მოსახლეობის დროული სკრინინგი და სწორი დიაგნოსტირებაა, რაც ხელს უწყობს ადრეულ სტადიაში აღმოჩენილი ონკოლოგიური დაავადებების განკურნებას“, – აცხადებენ მედიკოსები!


ახალციხის რეფერალური საავადმყოფო სამედიცინო კროპორაცია „ევექსის“ ქსელის კლინიკაა. ბოლო ორ წელიწადში საავადმყოფო უახლესი აპარატურით აღიჭურვა და გარემონტდა. დაწესებულების ექიმები, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ყოველ სამ თვეში გადამზადებას გადიან.

ადრეული დიაგნოზის შანსი [R]


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო [R]
ახალციხეში ონკოლოგიურ დაავადებებზე უფასო გამოკვლევები ტარდება [R]
ახალციხეში ონკოლოგიური დაავადებების გამოკვლევა უფასოდაა შესაძლებელი [R]
ექიმი გვირჩევს: საშვილოსნოს ყელის კიბო[Video]
"ექიმი გვირჩევს" – საშვილოსნოს ყელის კიბო [Audio]
ექიმი გვირჩევს: როგორ ვუმკურნალოთ ძუძუს კიბოს [ვიდეო]

კიბოს ავადობის მაჩვენებელი ახალციხეში – დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტება