FM97.5 / LIVE

საპატრიარქოს ტელევიზიას ახალი დირექტორი ჰყავს

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.03.2017
საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორად ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე დაინიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

საპატრიარქოს ტელევიზიას ახალი დირექტორი ჰყავს

"ა.წ. 10 მარტიდან ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) განთავისუფლდა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის თანამდებობიდან. აღნიშნული ტელევიზიის ხელმძღვანელად დაინიშნა ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე“, - ნათქვამია საპატრიარქოს ვებ-ვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე იმის გამო, რომ უხეშად არღვევდა ეკლესიის მიერ სასულიერო პირთათვის დადგენილ კანონიკურ და ეთიკურ ნორმებს, იგი საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

"ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს განცხადებები მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ და წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოში მოღვაწე რიგ სასულიერო და საერო პირთა მიმართ ცილისწამებას და დაუსაბუთებელ ბრალდებას, რაც დამაბრკოლებელია და შფოთისმომტანი, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლში, ასევე ზოგადად ჩვენს ქვეყანაში და უცხოეთში მცხოვრებთა შორის", - აღნიშნული წმინდა სინოდის განჩინებაში წერია, რომლიც საზოგადოებას წმინდა სინოდის სხდომის მდივანმა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა გააცნო.

საპატრიარქოს ტელევიზიის თანამშრომლებმა 9 მარტს განცხადება გაავრცელეს და საქართველ პატრიარქს მიტროპოლიტი პეტრეს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობაზე დატოვება სთხოვეს, თუმცა უშედეგოდ.

მიტროპოლიტი პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიას 8 წლის განმავლობაში მართავდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წმინდა სინოდმა მიტროპოლიტი პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორობიდან გაათავისუფლა
ახალქალაქის მიტროპოლიტი: მეუფე პეტრე სხდომიდან ხელით გავიყვანეთ
მეუფე პეტრე ილია მეორეზე: პიდარასტიის ცოდვითაა შეპყრობილი
9 მარტს  წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
საპატრიარქოში სინოდის სხდომა იწყება
საპატრიარქოს განცხადება მეუფე სერაფიმეს ეპარქიიდან წასვლის შესახებ
საპატრიარქოს ვებგვერდზე ტოტალიზატორის რეკლამა გამოჩნდა