FM97.5 / LIVE

წმინდა სინოდმა მიტროპოლიტი პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორობიდან გაათავისუფლა

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.03.2017
წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე უხეშად არღვევს ეკლესიის მიერ სასულიერო პირთათვის დადგენილ კანონიკურ და ეთიკურ ნორმებს, სწორედ ამიტომ იგი საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

წმინდა სინოდმა მიტროპოლიტი პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორობიდან გაათავისუფლა
აღნიშნულის შესახებ საზოგადოებას წმინდა სინოდის სხდომის მდივანმა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა გააცნო.

წმინდა სინოდმა ასევე იმსჯელა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმის თაობაზეც.

"სამხრეთის კარიბჭე" საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომის განჩინებას, რომელიც გუშინ, 9 მარტს გაიმართა უცვლელად გთავაზობთ:

„2017 წლის 9 მარტს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, მდივნად დაინიშნა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა სინოდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ბრძანა, რომ უახლოეს ხანში, ამა წლის 25 მარტს, ჩვენი ერი და ეკლესია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის აღდგენის 100 წლისთავს იზეიმებს. ამ თემასთან დაკავშირებით მოხსენება გააკეთა მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე), რომელმაც მოკლედ მიმოიხილა საქართველოს ეკლესიის უახლოესი ისტორია და კათოლკოს-პატრიარქ ილია მეორის განსაკუთრებული ღვაწლი აღნიშნა. მოხსენება დანართის სახით ერთვის ოქმს.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მერე ასევე შეეხო ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებს. მან მწუხარებით აღნიშნა, რომ გახშირდა შემთხვევები, როდესაც სასულიერო პირები საჯარო სივრცეში ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ და რომ მორწმუნე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს (ცაავა) მიერ ბოლო დროს საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები. ამ საკითხთან დაკავშირებით წმინდა სინოდის წევრებმა იმსჯელეს. ითქვა, რომ მიტროპოლიტი პეტრე უხეშად არღვევს ეკლესიის მიერ სასულიერო პირთათვის დადგენილ კანონიკურ და ეთიკურ ნორმებს (მოციქულთა 34-ე და 55-ე; ანტიოქიის ადგილობრივი კრების მე-9; მეორე მსოფლიო კრების მე-6 და ტრულის კრების მე-20 კანონი), რომ მისი განცხადებები მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ და წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოში მოღვაწე რიგ სასულიერო და საერო პირთა მიმართ ცილისწამებას და დაუსაბუთებელ ბრალდებას, რაც დამაბრკოლებელია და შფოთისმომტანი, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლში, ასევე ზოგადად ჩვენს ქვეყანაში და უცხოეთში მცხოვრებთა შორის.

საპასუხო სიტყვა მიეცა მიტროპოლიტ პეტრე ცაავას. იგი შეეცადა თავისი პოზიციების დაცვას. მღვდელმთავრებმა მას მხარი არ დაუჭირეს. წმინდა სინოდმა დაადგინა: ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიეცეს გაფრთხილება და გათავისუფლდეს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის თანამდებობიდან.

წმინდა სინოდმა ასევე იმსჯელა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმის თაობაზე. განაჩინეს: წმინდა სინოდი ენდობა გამოძიებას და იმედოვნებს, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, იგი მაქსიმალური გამჭვირვალობით წარიმართება და დროულად დადგინდება ობიექტური ჭეშმარიტება“, - ნათქვამია წმინდა სინოდის განჩინებაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საპატრიარქოს ტელევიზიას ახალი დირექტორი ჰყავს
9 მარტს  წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
დღეს საპატრიარქოში  წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
პატრიარქი მღვდელმთავრებს: მე არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯა - მე მუდამ თქვენს დახმარებაზე ვფიქრობ
ახალქალაქის მიტროპოლიტი: მეუფე პეტრე სხდომიდან ხელით გავიყვანეთ
საპატრიარქოში ხვალ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება