FM97.5 / LIVE

შსს 'ქურდული სამყაროს' წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს

მთავარისიახლე, სამართალი 09.03.2017
შსს-ს აკადემიაში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც განიხილეს „ქურდული სამყაროსა“ და ე.წ. „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ კანონმდებლობის დახვეწისა და გამკაცრების ინიციატივები.

შსს 'ქურდული სამყაროს' წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს

შსს–ს ცნობით, სხდომას უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შემავალი უწყებების - შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი უძღვებოდა.

"შეხვედრაზე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული დოკუმენტები, უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოში შემავალ სტრუქტურებთან კოორდინაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტმა შეიმუშავა, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციებს ახორციელებს", – აცხადებენ უწყებაში.

შსს–ს ინფორმაციით, სხდომაზე ასევე განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ინიციატივები, რომლებიც ე.წ. „ქურდული სამყაროსა“ და ე.წ. „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ კანონმდებლობის დახვეწასა და გამკაცრებას გულისხმობს.

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას დასამტკიცებლად გადაეგზავნება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე მთავრობას წარუდგენს საკანონმდებლო პაკეტს ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრების მიზნით.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ქურდული სამყაროს' წევრობის ბრალდებით  შსს-მ  სამი პირი დააკავა
ნარჩენების მართვის უწყებათაშორისი საბჭოს პირველი შეხვედრა
ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
თბილისსა და ახალციხეში 'ქურდული სამყაროს' წევრობის და 'კანონიერი ქურდისთვის' მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს [ვიდეო]
შსს–მ 'ქურდული სამყაროს' წევრობის და 'ქურდული სამყაროს' წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავა
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას ახალქალაქელი მოსწავლეები გაეცნენ
შსს ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიას იწყებს