FM97.5 / LIVE

დიდმარხვის პირველ კვირას „მართლმადიდებლობის ზეიმი“ აღინიშნება

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.03.2017
დღეს, 5 მარტს, მორწმუნეები „მართლმადიდებლობის ზეიმს“ აღნიშნავენ. ეკლესია ყოველგვარ მწვალებლობაზე გამარჯვებას ზეიმობს.

დიდმარხვის პირველ კვირას „მართლმადიდებლობის ზეიმი“ აღინიშნება
დღესასწაული 842 წელს დაწესდა, როდესაც ეკლესიამ საბოლოოდ გაიმარჯვა ხატმებრძოლობის მწვალებლობაზე. ადგილობრივმა კრებამ, რომლის აქტები მეშვიდე მსოფლიო კრების დადგენილებებს ეფუძნებოდა, ხატმბრძოლობა დაგმო, ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და მართლმადიდებლობის ზეიმი გამოაცხადა. იმ დღიდან მოყოლებული, მართლმადიდებელი ეკლესია ყოველ წელიწადს, დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს დღესასაწულობს.

საეკლესიო ტიპიკონის მიხედვით, ამ დღეს მწუხრის მსახურებაზე მართლმადიდებლობის სინოდიკონი იკითხება, სადაც, ერთი მხრივ, საუკუნო ხსენებით იმკობიან მართლმადიდებლობის აღმსარებლები და ამავე დროს, წარმოითქმება ანათემები მწვალებლობების, მათი მოთავეებისა და თანამოაზრეების წინააღმდეგ.

მართლმადიდებელ ეკლესიში დიდმარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყო და უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე 16 აპრილს დასრულდება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება
მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობას აღნიშნავს
7, 8 და 9 აპრილს მარხულთათვის თევზით ხსნილია
დღეიდან ხორციელის კვირა დაიწყო
ილია  მეორემ მართლმადიდებელ მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა [Video]