FM97.5 / LIVE

დაბა ბაკურიანში, ერთ ღამეში, რამდენიმე ობიექტი გაქურდეს

მთავარისიახლე, სამართალი 16.01.2017
13 იანვრის ღამეს, დაბა ბაკურიანის ცენტრში, შსს-ს რაიონული სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთდროულად რამდენიმე ობიექტი გაქურდეს, სმართალდამცველებმა კი ამის შესახებ მოქალაქეების შეტყობინებით გაიგეს.

დაბა ბაკურიანში, ერთ ღამეში, რამდენიმე ობიექტი გაქურდეს

დაბა ბაკურიანის რესტორანისა და სასტუმრო „ანგას“ მეპატრონე „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, რომ ქურდობა დაახლოებით ღამის სამი საათისათვის მოხდა. ორი შეიარაღებული პირი რესტორანში სამზარეულოს კარიდან შევიდა და 400 ლარი, სიგარეტები და ალკოჰოლური სასმელი წაიღო.

„მომსახურე პერსონალს მაღლა ეძინა და არაფერი გაუგია, ვიღაცას 112-ზე დაურეკავს და მე რომ მივედი, უკვე სამართალდამცველები დამხვდნენ. კიდევ კარგი სასტუმროშიც არ ავიდნენ. ვიცი, რომ ადგილობრივები არ იყვნენ ეს ბიჭები“,-გვეუბნება დაზარალებული თამაზ გაავა.

მისივე თქმით, იმ ღამეს ბაკურიანის ცენტრში, სადაც პოლიციის რაიონული სამმართველოც მდებარეობს, სხვა ობიექტები: აფთიაქი, მაღაზია და ბილაინის ოფისიც გაიქურდა.

ადგილობრივები ჯგუფურ ქურდობაზე საუბრობენ. სასტუმრო და რესტორან „ანგას“ ყოფილი მეპატრონის თქმით, ქურდობაში, რუსთაველი 6-დან 22 წლამდე ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, რომლებიც ბაკურიანში კრიმინალური ავტორიტეტის მქონე პირმა ჩაიყვანა.

„ესე ამბობენ, ვიღაცა ქურდი ყოფილაო, „პაპას“ ეძახიან, რუსთავიდან შეიარაღებული ახალგაზრდები ჩამოუყვანია და ამ ობიექტების გაქურდვა დაუვალებია, თურმე ქალაქის ცენტრში დადიოდნენ და რომელი ობიექტიც შეხვდებოდათ, იმას ქურდავდნენ“, - ამბობს სასტუმრო და რესტორან „ანგას“ ყოფილი მეპატრონე.

მისივე ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტის მქონე პირის ვინაობა ვერ დაადგინეს და არც დაკავებულია.

ადგილობრივებისაგან განსხვავებით, შსს-ში ამბობენ, რომ 13 იანვარს დაბა ბაკურიანში მხოლოდ ორი ობიექტი, აფთიაქი და სასტუმრო გაიქურდა.

რა ზარალი ნახეს ობიექტებმა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შსს-ში არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ საქმე გახსნილია და დანაშაულში მხილებული არსრულწლოვანების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ძიება სსკ-ს 177-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც ქურდობას გულისხმობს.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბაკურიანში სასტუმრო 'რეზიდენსში' ხანძარია
ახალციხეში რესტორანი 'ივერია' გაქურდეს
ასპინძაში მაღაზია გაქურდეს
ქრთამის აღების ფაქტზე დაბა ბაკურიანის რწმუნებული დააკავეს
სამცხე-ჯავახეთს კიდევ ერთი საკარანტინო ზონა დაემატა
ახალი წლის ღამეს ახალციხეში სურსათის მაღაზია გაქურდეს
რას ყიდის სახელმწიფო სამცხე-ჯავახეთში - ნახეთ ობიექტების სრული სია