FM97.5 / LIVE

ჯგუფური თაღლითობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

მთავარისამართალი 04.01.2017
სამართალდამცავებმა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, 4 პირი დააკავეს, ერთი პირი კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

ჯგუფური თაღლითობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულებრივი სქემის საშუალებით, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ მოქალაქეების კუთვნილ 115 300 აშშ დოლარს და 1900 ევროს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა შპს „ნპ საქართველო“ და შპს „მოტორ ლაინ ქომფანი“ დააფუძნეს და ერთ-ერთ ვებ-გვერდზე რეკლამა განათავსეს, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპის ქვეყნებიდან მოქალაქეთათვის სასურველი ავტომანქანები საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად ჩამოჰყავდათ.

„ბრალდებულები მოქალაქეებთან ყალბ ხელშეკრულებებს აფორმებდნენ, რომელთა საშუალებითაც ვალდებულებას იღებდნენ, მითითებული ავტომობილები ხელმოწერიდან 60 დღის ვადაში ჩამოეყვანათ, ხოლო მოქალაქეებს თანხები შესაბამის ანგარიშებზე ავტომანქანების ჩამოსვლამდე, წინასწარ უნდა ჩაერიცხათ. პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის - გ.მ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 7200 აშშ დოლარი, ხოლო ბრალდებულების კუთვნილი კომპანიების ოფისებიდან სხვადასხვა დოკუმენტაცია და კომპიუტერები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. მხილებული პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს“,- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შსს-მ თაღლითობის ბრალდებით 3 პირი დააკავა
თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
სპილენძის სადენის ქურდობის ბრალდებით, ნინოწმინდაში 1 პირი დააკავეს, 2 კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს
შსს–მ ახალციხეში ფულის თაღლითურად მითვისებისთვის ორი პირი დააკავა
ახალქალაქში ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შსს–მ კიბერდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა
ახალქალაქში ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს